Tag Archives: მომრგვალო

მამაკაცის სათესლის ინტერსტიციული ენდოკრინოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მამაკაცის სათესლის ინტერსტიციული ენდოკრინოციტი – (endocrinocytus interstitialis ბერძნ.endon – შიგნით, crinein – გამოყოფა და cytos – უჯრედი) სათესლის მომრგვალო ან მრავალკუთხა ფორმის მსხვილი უჯრედი, გამოიმუშავებს მამაკაცის სასქესო ჰორმონს – ტესტოსტერინს, ლოკალიზდება სათესლის კლაკნილი მილაკების მარყუჟებს შორის. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

ლიმფური კვანძის ფოლიკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლიმფური კვანძის ფოლიკული – (nodulus lym­pha­ticus ლათ. nodus  –  კვანძი) მომრგვალო წარმონაქმნი, რომლის სტრომაა რეტიკულური ქსოვილი და შეიცავს ლიმფობლასტებს, ტიპიურ მაკროფაგებს, დენდრიტულ უჯრედებსა და მცირე ლიმ­ფოციტებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული

Read More