ფალოპის მილები

ფალოპის მილები – (tubae uteri Fallopii) ეპითელიუმით ამოფენილი კუნთოვანი მილი, რომლითაც მომწიფებული კვერცხუჯრედი გადაადგილდება საკვერცხიდან საშვილოსნოსაკენ; იგივეა, რაც საშვილოსნოს მილები. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

სპერმატოგონიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპერმატოგონიები – (spermatogonia ბერძნ.sperma  –  თესლი და gonos  –  დაბადება)  –  სათესლის სპერმატოგენული ეპითელიუმის კამბიური  უჯრედები, რომელთაგან სპერმატოგენეზის პროცესში პირველი და მეორე რიგის სპერმატოციტებისა და სპერმატიდების სტადიებით ვითარდება მომწიფებული მამრობითი სასქესო  უჯრედები  Read More …

სომატური უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სომატური უჯრედები – (somatocyti ბერძნ. soma, somatos  –  სხეული) ორგანიზმის ყველა უჯრედი, სასქესო  უჯრედების გარდა . სომატურ უჯრედებად მიჩნეულია ბლასტომერები, ემბრიონული ჩანასახების  უჯრედები (სასქესო  უჯრედების გარდა) და ქსოვილოვანი  უჯრედები. ისინი განსხვავდებიან დიფერენცირების Read More …

სინგამია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინგამია – (syngamia ბერძნ. syn  –  ერთად და იხ.გამეტები)  განაყოფიერება, ანუ მამრობითი და მდედრობითი მომწიფებული სასქესო  უჯრედების (გამეტების) შეერთება ზიგოტის წარმოქმნით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 Read More …

საზოგადოებრივი აზრი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი საზოგადოებრივი აზრი – (ფსიქოლოგია) გარკვეული მსჯელობების, იდეებისა და წარმოდგენების ფორმით გამოხატული, სოციალური ჯგუფების დამოკიდებულება  სოციალური ცხოვრების მოვლენებისა და პრობლემებისადმი, რომლებიც ეხება საერთო ინტერესებს. საზოგადოებრივი აზრი წარმოიქმნება, როგორც შემეცნების პროდუქტი, მომწიფებული და გადასაჭრელი Read More …