Tag Archives: მორფოლოგიურად

უნიპოტენტური უჯრედი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უნიპოტენტური უჯრედი – (cellula unipotentialis) – ჰემოპოეზური რიგის უჯრედი. დასაბამს აძლევს მორფოლოგიურად იდენტიფი­ცირებული სტადიების დიფერენცირებას კონკრეტული სახის სისხლის უჯრედებისათვის. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

რიხტერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რიხტერის სინდრომი – ქრონიკული ლიმფოლეიკოზის დროს პროგრესირებადი სიმსივნე, რომელიც მორფოლოგიურად წარმოდგენილია რეტიკულური უჯრედებით. გვხვდება აგრეთვე ჰოჯკინის დაავადების (იხ.) და რეტიკულოსარკომის დროს. კლინიკურად დამახასიათებელია ლოკალური ან გენერალიზებული მნიშვნელოვანი და სწრაფი ლიმფადენოპათიის განვითარება ქრონიკული ლიმფოლეიკოზის, როგორც გამწვავების, ისე რემისიის პერიოდში. ლიმფური კვანძები მკვრივი კონსისტენციისაა. აღინიშნება მაღალი ტემპერატურული რეაქცია, კახექსია,

Read More