Tag Archives: მორჩებიანი

შემაერთებელი რეტიკულური ქსოვილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შემაერთებელი რეტიკულური ქსოვილი – (textus connectivus reticularis)  შემაერთებელი ქსოვილის სახე, შედგება რეტიკულური მორჩებიანი  უჯრედებისა და რეტიკულური ბოჭკოებისგან და ქმნის ბადეს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პიგმენტოციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პიგმენტოციტი – (pigmentocytus) თვალის ბადურას გარეთა შრის პრიზმული ფორმის მორჩებიანი ეპითელური უჯრედი, რომლის მორჩები მიემართება ფოტოსენსორულ შრეში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ოსტეოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეოციტები – (osteocyti ბერძნ.osteon – ძვალი და cytos – უჯრედი) – ძვლოვანი ქსოვილის უჯრედთა უმეტესი ნაწილი. მორჩებიანი ფორმის, კომპაქტური ბირთვისა და სუსტად ბაზოფილური ციტოპლაზმის მქონე უჯრედები. ძვლის მაღალდიფერენცირებული მომწიფებული უჯრედები, რომლებიც წარმოქმნიან ძვლის ქსოვილის უჯრედშორის ნივთიერებას და უმეტესად მასში ამოქოლილ მდგომარეობაში არიან. ისინი ოსტეობლასტების დიფერენცირების ბოლო სტადიაა.

Read More

ნეიროჰიპოფიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეიროჰიპოფიზი – (neurohypophysis) ჰიპოფიზის უკანა წილი. წარმოქმნილია მორჩებიანი ნეიროგლიური უჯრედებით – პიტუიტოციტებით, ნერვული ბოჭკოებითა და სისხლის კაპილარებით. აქ გროვდება ანტიდიურეზული ჰორმონი (ვაზოპრესინი) და ოქსიტოცინი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები

Read More

ნეირონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეირონი – 1. (ბერძნ neuron  –  ნერვი), ნევრონი, ნევროციტი, ნერვული უჯრედი, მთავარი სტრუქტურულ – ფუნქციური ერთეული ნერვული ქსოვილისა, რომლისგანაც არის აგებული ადამიანისა და ცხოველების ნერვული სისტემა.2.  მორჩებიანი ნერვული უჯრედი, ნერვული სისტემის სტრუქტურულ – ფუნქციური ერთეული. ნერვული უჯრედი შედგება სხეულის (perikarionis), მორჩებისა (ნევრიტი და დენტრიტები) და მათი დაბოლოებებისაგან.

Read More