Tag Archives: მოცულობაში

პაქი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პაქი – (ბერძ. pachys მსხვილი, მკვრივი, მყარი) რთული სიტყვების შემადგენელი ნაწილი, რომელიც აღნიშნავს ,,მკვრივს“, ,,მყარს“, ,,გამკვრივებულს“, ,,მოცულობაში გადიდებულს“. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ოსტეოსკლეროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეოსკლეროზი – პათოლოგიური მდგომარეობა: ძვლოვანი ქსოვილის წილის გაზრდა ძვლოვანი ორგანოების საერთო მოცულობაში, ძვლოვანი ტრაბეკულებისა და კომპაქტური ნივთიერების გასქელების ხარჯზე. შესაძლოა იყოს ფიზიოლოგიური და პათოლოგიური, თანდაყოლილი და შეძენილი, ლოკალური, გავრცელებული და სისტემური. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

დუღილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დუღილი – ინტენსიური ორთქლწარმოქმნა როგორც სითხის თავისუფალი ზედაპირიდან, ისე მთელ მის მოცულობაში წარმოშობილი ორთქლის ბუშტუკების შიგნით აორთქლების გზით მუდმივი გარე წნევის დროს (მაგ., ატმოსფერული წნევა). დუღილი იწყება გარკვეულ ტემპერატურაზე, რომელსაც დუღილის ტემპერატურა ეწოდება. დუღილი შესაძლებელია სითხის ორთქლთან წონასწორობის მთელ ტემპერატურულ ინტერვალში (სამმაგ წერტილსა და კრიზისულ ტემპერატურას შორის).

Read More

ასციტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ასციტი – მუცლის წყალმანკი. მუცლის ღრუში სითხის (ტრანსუდატის) დაგროვება, რაც განპირობებულია შემდეგი მიზეზებით: ღვიძლის და მუცლის ღრუს ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნეები, სისხლის მიმოქცევის დარღვევები კარის ვენის სისტემაში, პერიტონეუმის ტუბერკულოზი, გულის მანკები, ზოგჯერ თირკმლის დაავადებები. სიმპტომები და მიმდინარეობა. მუცელი მოცულობაში მომატებულია. აღინიშნება პერკუტორული ხმიანობის მოყრუება, ავადმყოფის ერთი გვერდიდან მეორეზე

Read More