ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოთიმია – დათრგუნული განწყობილება, რომელსაც თან ახლავს მოძრაობითი და ფსიქიკური აქტივობის შემცირება. გამოხატულ ჰიპოთიმიას უწოდებენ დეპრესიას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
შიშები ღამის – (pavor nocturnus)გამოხატული შიშისა და მოძრაობითი მოუსვენრობის მდგომარეობა, რომელიც აღენიშნებათ ბავშვებს ღამის ძილის დროს. ხშირად მას თან ახლავს სომნაბულიზმი და აღქმის დარღვევა. ღამის შიშები დაკავშირებულია ფსიქოგენურ – ნევროზულ, მათ შორის ისტერიულ დარღვევებთან, იშვიათად კი წარმოადგენს ნევროზისმაგვარ დაზიანებას სომატური დაავადებების, თავის ტვინის დაზიანების, შიზოფრენიის დროს. განმეორებადი შიშები კი შესაძლოა იყოს საფეთქლისმიერი ეპილეფსიის ერთ –
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფუგა – (ლათ. fuga – სირბილი) ფსიქიატრიაში – უეცარი და ხანმოკლე მოძრაობითი აგზნება ელემენტარული მოძრაობისა და მოქმედების ფორმით, რომელიც მიმდინარეობს გონების დაბინდვით. სიმპტომია ეპილეფსიის, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებისა და სხვ. დაავადებების. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა