Tag Archives: მრავალბირთვიანი

სინციტიოტროფობლასტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინციტიოტროფობლასტი – (syncytiotrophoblastus ბერძნ. syn  –  ერთად, cytos  –  უჯრედი, trophe  –  საკვები, blastos  –  ღივი, ნერგი) ქორიონის ხაოს მფარავი ტროფობლასტის ზედაპირული მრავალბირთვიანი შრე, რომელიც წარმოიქმნება ტროფობლასტური ეპითელიუმის შერწყმის გზით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

ოსტეოკლასტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეოკლასტები – (oseoclasti ბერძნ.osteon ძვალი და klao – ვანგრევ; სინ.ოსტეოკლასტოციტი – osteoclastocytus) – ძვლოვანი ქსოვილის მრავალბირთვიანი უჯრედები, რომლებიც მეზენქიმიდან წარმოიქმნებიან ემბრიონული განვითარების პროცესში და ძვლის ქსოვილის რეპარაციული და ფიზიოლოგიური რეგენერაციის დროს. ლიოციტოზისადმი უნარის მეოხებით, ეს უჯრედები გაიწოვს (შლის) ძვლისა და ჩაკირული ხრტილის ძირითად ნივთიერებას საყრდენი ქსოვილების მორფოლოგიური

Read More

მრავალბირთვიანი უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მრავალბირთვიანი უჯრედები – (cellulae polynucleares) უჯრედები, რომლებიც შეიცავენ რამდენიმე ბირთვს, არიან გაუყოფელ ციტოპლაზმაში. ვინაიდან არ არსებობს გარკვეული კრიტერიუმები მრავალბირთვიანი უჯრედების განსასხვავებლად მათი მსგავსი წარმო­ნაქმნებისაგან, ე.წ.სიმპლასტებისაგან . მიღებულია, მრავალ­ბირთვიან უჯრედებად მივიჩნიოთ ის სტრუქტურები, რომელთა ბირთვების რა­ოდენობა 10 – ს არ აღემატება, მაშინ, როდესაც სიმ­პლასტებში ისინი მნიშვნელოვნად მეტი შეიძლება

Read More

ენერგიდა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ენერგიდა – (ბერძნ.energos – მოქმედი) ცოცხალი ნივთიერების ფუნქციური ერთეული, რომელიც წარმოდგენილია ბირთვულ – ციტოპ­ლაზმური უბნით. უკანასკნელში შედის ბირთვი მის გარშემო ციტოპ­ლაზმით, რომელიც ბირთვის ფიზიოლოგიური გავლენის სფე­როშია. თუ უჯრედი შეიცავს ერთ ბირთვს, მას ეწოდება მონოენერ­გიდული. მრავალბირთვიანი უჯრედები პოლიენერგიდულია. ტერმინს „ენერგიდა“, რომელიც საქსმა შემოიღო (1952), ამჟამად ციტოლოგიურ ლიტერატურაში ნაკლებად

Read More