Tag Archives: მტევნისა

კარპოპედალური სპაზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კარპოპედალური სპაზმი – მტევნისა და ტერფის კუნთების ძლიერი, მტკივნეული შეკუმშვა; წარმოადგენს ტეტანიის ადრეულ ნიშანს; ეს მდგომარეობა ყველაზე უფრო ხშირად აღინიშნება ჰიპოკალციემიის დროს. კარპოპედალურ სპაზმს ხშირად თან ახლავს ხელის, ფეხის თითებისა და პირის ირგვლივი მიდამოს პარესთეზიები; კუთების სისუსტე, ტიკები და კრუნჩხვები, ჰიპერრეფლექსია, ქორეა, მომატებული დაღლილობა, გაძლიერებული გულისცემა. გაფრთხილება!

Read More

იუნგლინგის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი იუნგლინგის დაავადება – (O. Jungling, გერმ. ქირურგი; სინ.: მრავლობითი კავერნოზული ტუბერკულოზური ოსტიტი) ძვლის ტუიბერკულოზის ერთ – ერთი იშვიათი ფორმა, რომელიც ხასიათდება მრავლობითი დესტრუქციული კერების არსებობით, უმთავრესად მტევნისა და ტერფის თითების ფალანგებში. დაავადება ხშირად აღინიშნება სქესობრივი მომწიფების პერიოდში. დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს უსიპტომოდ და დიაგნოსტირდება მხოლოდ ძვლის დეფორმაციების

Read More