Tag Archives: მუშავდება

ნორმატივები ჰიგიენური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნორმატივები ჰიგიენური – გარემოს ფაქტორების რაოდენობრივი მაჩვენებლები, რომლებიც ახასიათებენ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და მათი ცხოვრების ჰიგიენურ პირობებზე ამ ფაქტორების ზემოქმედების უსაფრთხოების დონეს. ეს ნორმატივები მუშავდება ორგანიზმის გარემოს ობიექტებთან ურთიერთქმედების ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

მსჯელობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მსჯელობა – (ფსიქოლოგია) აზროვნების ერთ – ერთი ლოგიკური ფორმა (იხ. აგრეთვე გაგება, დასკვნა). მსჯელობა არის კავშირი ორ ცნებას შორის (ობიექტთან და პრედიკატთან). ლოგიკაში მუშავდება მსჯელობის კალსიფიკაცია. ფსიქოლოგია შეისწავლის მსჯელობის განვითარებას, როგორც აბსტრაქტული, ლოგიკური აზროვნების ფორმას, ასევე ლოგიკური აზროვნების დარღვევას. ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში მოცემულია იმ ფსიქოლოგიური მექანიზმების ინტერპრეტაცია, რომლებიც

Read More

მარკის სტანდარტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარკის სტანდარტი – სტანდარტი, მოთხოვნილება, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მომსახურება, რათა უზრუნველყოს მომსახურების შესაბამისობა მის დანიშნულებასთან. მოცემული სტრანდარტი მუშავდება ისეთ დარგებში, როგორებიცაა სასტუმრო მეურნეობა, ტრანსპორტი, დაზღვევა, ავტოსერვისი, ვაჭრობა და ა. შ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

გვამის გაკვეთა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გვამის გაკვეთა – სექცია, ავტოფსია, ობდუქცია, მიცვალებულის სხეულის გამოკვლევა მის ორგანიზმში მომხდარ ავადმყოფურ ცვლილებათა ხასიათისა და სიკვდილის მიზეზის დასადგენად. განარჩევენ პათოლოგანატომიურ და სასამართლო – სამედიცინო გაკვეთას. პატოლოგანატომიური გაკვეთა ხდება კლინიკის ან საავადმყოფოს სპეციალურ განყოფილებაში (პათოლოგანატომიური განყოფილება ანუ პროზექტურა), სადაც ექიმი პათანატომი (პროზექტორი) კვეთს სამკურნალო დაწესებულებაში გარდაცვლილი ავადმყოფის

Read More