Tag Archives: მშობიარობის

შეშუპებული ახალშობილის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შეშუპებული ახალშობილის სინდრომი – (syndromum  oedematicum neonatorum)დიდი სასქესო ბაგეების შეშუპება ახალშობილ გოგონებში ან სათესლე პარკისა და სასქესო ორგანოს შეშუპება ახალშობილ ბიჭუნებში, რაც ზოგჯერ გრძელდება ბოქვენის მიდამოზე და ქვედა კიდურებზე; განპირობებულია თირკმელების ფუნქციური უკმარისობითა და ახალშობილის ორგანიზმში ალდოსტერონის დაგროვებით, რომელიც ხვდება დედის ორგანიზმიდან მშობიარობის პერიოდში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო

Read More

უილს – ბალფურ – მაკ – სუინის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უილს – ბალფურ – მაკ – სუინის სინდრომი – (L. Wills, ინგლ. ექიმი Balfour; Mc. Swiney) – ცხელებით მიმდინარე სტომატიტის შერწყმა ჰიპერქრომულ ანემიასთან და ლეიკოპენასთან, შედარებით ლიმფოციტოზთან ერთად; აღინიშნება ტროპიკებში ორსულებში კვების გამოხატული არასრულფასოვნების დროს და წყდება მშობიარობის შემდეგ, ან ორსულობის შეწყვეტის შემდეგ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული

Read More

ტროფობლასტური დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტროფობლასტური დაავადება – ტროფობლასტის დაავადება, რომლიდანაც ფორმირდება პლანცეტა, რომელიც წარმოიქმნება ორსულობის, მშობიარობის ან აბორტის  შემდეგ პერიოდში. ტროფობლასტურ დაავადებებს მიეკუთვნება მარტივი (არაინვაზიური) და დესტრუირებული (ინვაზიური) ბუშტნამქერი, ასევე ავთვისებიანი სიმსივნე – ქორიონეპითელიომა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სისხლდენა საშვილოს ატონიური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სისხლდენა საშვილოს ატონიური – სისხლდენა საშვილოსნოდან მშობიარობის შემდგომ პეროდში, განპირობებული მიომეტრიუმის ტონუსის არ არსებობით, ან მისი მკვეთრი დაქვეითებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სამშობიარო სიმსივნე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სამშობიარო სიმსივნე – მშობიარობის პერიოდში წარმოქმნილი შეშუპება ნაყოფის ყველაზე ქვევით მდებარე ნაწილებში (ჩვეულებრივ თავის მიდამოში). ქრება დაბადებიდან 2 – 3 დღის შემდეგ და არ საჭიროებს რაიმე სპეციალურ მკურნალობას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა