Tag Archives: მწვავე რესპირატორული დაავადება

ციტრამონი-პ

  ციტრამონი-პ

ციტრამონი-პ–ის ზოგადი ინფორმაცია

ციტრამონი-პ. Сitramon-P. გაციების დროს გამოსაყენებელი პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება სისტემური გამოყენებისათვის. აქტიური ნივთიერებები – აცეტილსალიცილის მჟავა + კოფეინი + პარაცეტამოლი. Acetylsalicylic acid + Caffeine + Paracetamol. ათქ.კლასიფიკაციის კოდი – N02BA51. მწარმოებელი ფირმა – შპს “ბათფარმა” (საქართველო).

Read More

მწვავე რესპირატორული დაავადებები

მწვავე რესპირატორული დაავადებები acute respiratory disease

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

მწვავე რესპირატორული დაავადებები ფართოდ გავრცელებული დაავადებებია; ხასიათდებიან ზოგადი ინტოქსიკაციითა და უპირატესად სასუნთქი გზების დაზიანებით. მიეკუთვნება ანთროპონოზებს, გადაცემის ჰაერ – წვეთოვანი გზით. უფრო ხშირად ავადდებიან ბავშვები; გვხვდება სპორადული შემთხვევებისა და ეპიდემიური აფეთქებების სახით.

მწვავე რესპირატორული დაავადებები ეტიოლოგია, პათოგენეზი. მწვავე რესპირატორული დაავადებები შესაძლებელია განპირობებული იყოს სხვადასხვა ეტიოლოგიური აგენტების დიდი რაოდენობით (200 – ზე მეტი). მათ მიეკუთვნება 1. გრიპივირუსები სხვადასხვა ანტიგენური ტიპისა და ვარიანტის; 2. პარაგრიპის ვირუსები – 4 ტიპის; 3. ადენოვირუსები – 32 ტიპი; 4. რეოვირუსები – 3 ტიპი; 5. რინოვირუსები 100 – ზე მეტი ტიპის; 6. კორონავირუსები – 4 ტიპი; 7. რესპირატორულ – სინციტიალური ვირუსი; 8. ენტეროვირუსები – დაახლოებით 70 ტიპის; 9. მარტივი ჰერპესის ვირუსი; 10. მიკოპლაზმები; 11. სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები და სხვა ბაქტერიული აგენტები. ინფექციის შეჭრის კარია რესპირატორული ტრაქტის სხვადასხვა განყოფილებები, სადაც წარმოიქმნება ანთებითი ცვლილებები.

Read More