Tag Archives: ნაღველი

ქოლეცისტექტომია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქოლეცისტექტომია – (ბერძ. Chole ნაღველი + kystis ბუშტი + ektome ამოკვეთა) ქირურგიული ოპერაცია: ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა. ტარდება ქოლეცისტიტების, ასევე ნაღვლის ბუშტის ახალწარმონაქმნებისა და ტრავმების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქოლესტაზი

ქოლესტაზი – (ბერძ. chole – ნაღველი და stasis – შეგუბება)  პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ნაღვლის გადასვლის შემცირებით თორმეტგოჯა ნაწლავში მისი წარმოქმნის, ექსკრეციის და (ან) გამოყოფის დარღვევის გამო. შესაძლებელია იყოს ღვიძლგარეშე (სანაღვლე გზების კენჭებით დაცობისას) და ღვიძლშიდა (ჰეპატიტები, ქოლანგიტები), ასევე მწვავე და ქრონიკული, სიყვითლით და უსიყვითლოდ მიმდინარე. გამოვლინებები: კანის ქავილი, სიყვითლე, შეწოვის დარღვევა, ქსანთომები, სისხლის ბიოქიმიური

Read More