Tag Archives: ნაწილობრივი

ლიპოდისტროფია

ლიპოდისტროფია – შეძენილი პარციალური ლიპოდისტროფიის კლინიკური ვარიანტი, რომელიც ხასიათდება სხეულის ზედა ნაწილებში კანქვეშა ცხიმის სრული დაკარგვით, ზოგჯერ კი ცხიმის დაგროვებით სხეულის ქვედა ნაწილების ქსოვილებში.  – დაავადებების ჰეტეროგენული ჯგუფი, რომლებიც ხასიათდება კანქვეშა უჯრედისის დაზიანებით, კანქვეშა ცხიმის სრული ან ნაწილობრივი დაკარგვით და მეტაბოლური დარღვევებით.(2) გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

კონცენტრული სკლეროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კონცენტრული სკლეროზი – დემიელიზირებადი დაავადების იშვიათი ვარიანტი, რომლის დროსაც დემიელინიზაციის კერებს აქვთ ფენოვანი აგებულება, კონცენტრულად განლაგებული თეთრი ნივთიერების ხარჯზე, სრული ან ნაწილობრივი დემიელინიზაციით. განიხილავენ როგორც გაფანტული სკლეროზის ვარიანტს. დიაგნოსტირდება მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფიით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა