Tag Archives: ნახშირწყალი

გლიკოგენი

განმარტებითი ლექსიკონი გლიკოგენი – რთული ნახშირწყალი, რომლის შემადგელობაში შედის გლუკოზური ერთეულების განტოტებული ჯაჭვები. გლიკოგენი ორგანიზმში ნაწშირწყლების შენახვის ერთ-ერთი ფორმაა. იგი მცენარეებში არსებული სახამებლის ზუსტი ასლია. გლიკოგენი გროვდება ღვიძლში და კუნთებში, ადვილად შეუძლია დაიშალოს და წარმოქმნას გლუკოზა.

ნუკლეოზიდები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნუკლეოზიდები – გლიკოზიდები, რომლის შემადგენლობაში შედის პურინის ან პირამიდინის ჯგუფი და ნახშირწყალი რიბოზა ან დეზოქსირობოზა. შედის ყველა ცოცხალი ორგანიზმის ნუკლეინის მჟავებისა და ნუკლეოტიდების შემადგენლობაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ნეირამინის მჟავა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნეირამინის მჟავა – რთული ნახშირწყალი; გლიკოლიპიდებისა და გლიკოპროტეიდების სახით შედის ზოგიერთი მიკროორგანიზმისა და ყველა ცხოველური ორგანიზმის უჯრედებში; მონაწილეობს ვირუსებისა და ნეიროტოქსინების შებოჭვაში. რიგი დაავადებების დროს (ტუბერკულოზი, კიბო) ნეირამონის მჟავას შემცველობა ქსოვილებში მკვეთრად მატულობს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ამილოიდი

ამილოიდი – (ბერძნ. amylon – სახამებელი და eidos – სახეობა) 1. ჰემიცელულოზის მსგავსი შედგენილობის ნახშირწყალი ან სამარაგო უჯრედისი, რომელიც მცენარის ლებნებში, ზოგჯერ კი მოზარდ ვეგეტატიურ ორგანოებში გროვდება. მცენარის ამილოიდი მკვრივია, ნახევრად გამჭვირვალე. იოდით ლურჯად იღებება. ბელოვნურად მიიღება გოგირდმჟავათი უჟრედისის დამუშავებისას და აწებებს მის ბოჭკოებს. ეს საფუძვლად უძევს პერგამენტის ქაღალდის დამზადებას. 2. გლობულინების ტიპის ცილოვანი ნივთიერება,

Read More