მაკროგლია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მაკროგლია – ექტოგლია (მაკრო… და ბერძნ. glia – წებო) ნეიროგლიის ნაწილი, რომელიც მოიცავს ასტროგლიას, ოლიგოდენდროგლიას, და ეპენდიმის უჯრედებს. მაკროგლიასა და ნეირონებს საერთო წარმოშობა აქვთ. უმთავრესად ტროფიკულ, დაცვით და საყრდენ ფუნქციას ასრულებს. მაკროგლიის, Read More …

აფერენტული ნეირონები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აფერენტული ნეირონები – (neurona afferentia ლათ.afferens – მომტანი) მგრძნობიარე ნერვული უჯრედები, რომლებიც გამღი­ზიანებლებს შეიგრძნობენ თავიანთი მორჩების დაბოლოებებით (რეცეპტორებით) და იმპულსებს გადასცემენ ასოციაციურ ნეი­რონებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა Read More …

ასოციაციური ნეირონები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ასოციაციური ნეირონები – (neurona associatia ლათ.associatio სინ.neurocytus intercalatus – შეერთება) ჩართული ნერვული უჯრედები, რომლებიც იმპულსებს გადასცემენ აფერენტული (მგრძნობიარე) ნეირონებიდან ეფერენტულ (მამოძრავებელ) ნეირონებს. ასოციაციური ნეირონები შეადგენს ტიპური სამწვერა რეფლექსური რკალის შუა რგოლს. (ც. Read More …

ამაკრინული უჯრედები

ამაკრინული უჯრედები – (cellulae amacrinae ბერძნ. a – უარ­ყოფა, macros – გრძელი, დიდი და inos – ბოჭკო) თვალის ბადურას უნიპოლარული ნერვული უჯრედები მოკლე დატოტვილი მორჩით, რომლებიც ახორციელებენ კავშირს ბადურას ნეირონებს შორის მის შიგნით მარცვლოვანი შრის ფარგლებში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. Read More …