ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებრულ – მედულური სიმახიჯის სინდრომი – კრანიოცერვიკული მიდამოს განვითარების მანკი, რაც გამოიხატება კეფის დიდი ხვრელის შევიწროებით და ხერხემლის ზედა ნეწილის დეფორმაციით. ამას თან ახლავს ტვინის ღეროსა და ნათხემის ჩაჭედვა დასახელებულ მიდამოში. კლინიკურდ აღინიშნება ნათხემისა და თავის ტვინის X – XI წყვილი ნერვების დაზიანების ნიშნები. ზიანდება აგრეთვე კისრის
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებროსპინური დეგენერაციები – (ცერებროსპინალური ატაქსიები) მემკვიდრეობითი დაავადებების ჯგუფი, რომელიც ხასიათდება ნათხემისა და ზურგის ტვინის გამტარი სისტემების დეგენერაციით, რიგ შემთხვევებში ღეროს, ბაზალური განგლიების, მხედველობის ნერვის, ბადურის, პერიფერიული ნერვების ჩართვით. კლინიკურად ვლინდება ნათხემოვანი ატაქსიით, მხედველობის დარღვევით, დემენციით, პოლინევროპათიის ნიშნებით და ა. შ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩენდერის სინდრომი – გარეთა ყურის ანთების დროს განვითარებული ნევროლოგიური გართულება. გარეთა სასმენი მილის ანთებას ზოგჯერ თან სდევს საფეთქლის ძვლის მანეკროზებელი ოსტიტი და ანთების გადასვლა ქალას ფუძეზე. ნიშნები: ყურის ტკივილი, ჩირქოვანი ან სეროზული გამონადენით, იმავე მხარეს სახის ნერვის დამბლა, სახის შეშუპება, ყბაყურა ჯირკვლის შესივება და მტკივნეულობა, ტრიზმი, თავის
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარკოს დაავადება – გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი – უცნობი ეტიოლოგიის ნერვული სისტემის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება. ახასიათებს თავისა და ზურგის ტვინის მამოძრავებელი ნეირონების დაზიანება, ქერქ – ზურგტვინისა და ქერქ – ბირთვთა ბოჭკოების დეგენერაცია. გამოვლინდება კიდურთა და თავის კუნთების ცენტრალური და პერიფერიული დამბლების (პარეზების) შერწყმით და ასევე სამწვერა, ენის მამოძრავებელ,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქიაზმის სინდრომი – (syndromum chiasmatis; სინ.: მხედველობის ნერვების ჯვარედინის სინდრომი) მხედველობის ველის გამოვარდნა მხედველობის ჯვარედინის დაზიანების დროს, მაგ. ჰიპოფიზის სიმსივნის, ან ტვინის ფუძის სიმსივნის დროს, ოპტოქიაზმური არაქნოიდიტის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა