ნერვული აირი

განმარტებითი ლექსიკონი ნერვული აირი – აირი, რომელიც იწვევს ნერვების და მათ მიერ ინერვირებული კუნთების ნორმალური ფუნქციის დარღვევას.არსებობს ნერვული აირის 2 ჯგუფი: G-ნივთიერებები  და V-ნივთიერებები.V-ნივთიერებების ერთმა ჩასუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი სასუნთქი კუნთების დამბლის შედეგად.

აქსონოტმეზი

განმარტებითი ლექსიკონი აქსონოტმეზი – დაუზიანებელი ნერვული გარსის შიგნით ნერვული ბოჭკოების (აქსონების) გაწყვეტა .შეიძლება განვითარდეს ნერვულ ბოჭკოზე ძლიერი ზეწოლის ან მოჭერის შედეგად.მას თან ახლავს გაწყვეტის წერტილის ზემოთ ნერვის დეგენერაციული ცვლილებები.ნერვის რეგენერაციისთვის პროგნოზი კარგია.

ადრენერგული

განმარტებითი ლექსიკონი ადრენერგული – იმ ნერვული ბოჭკოების აღსაწერად გამოიყენება,რომლებიც იყენებენ ნორადრენალინს როგორც ნეირომედიატორს.

ანტიქოლინესთერაზა

განმარტებითი ლექსიკონი ანტიქოლინესთერაზა – ნებისმიერი ნივთიერება,რომელიც თრგუნავს ქოლინესთერაზას (ფერმენტის,რომელიც პასუხისმგებელია აცეტილქოლინის დაშლაში და ამით  აცეტილქოლინს ნერვული იმპულსების გატარების საშუალებას აძლევს) მოქმედებას.

გასტროპარეზი

განმარტებითი ლექსიკონი გასტროპარეზი – ნერვულ-კუნთოვანი ხასიათის მოშლილობა,რომლის დროსაც კუჭში ხდება  საკვების შენელებული მონელება და მისი განთავისუფლება (საკვების ევაკუაცია კუჭიდან);ჩვეულებრივად მას თან ახლავს გულისრევა,ღებინება ან გაბერილობა.

ჰისტიდინემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰისტიდინემია – (ჰისტიდინი + ბერძ. Haima – სისხლი) მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც განპირობებულია ჰისტიდინის ცვლის მოშლით; ვლინდება ბავშვის ნერვულ – ფსიქიკურ განვითარებაში ჩამორჩენით. გაფრთხილება!  

ჰიპოტონიური დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოტონიური დაავადება – არტერიული წნევის დაქვეითება, როგორც წესი, სისხლძარღვთა ტონუსის ნერვული რეგულაციის დარღვევის შედეგია. სიმპტომები. ავადმყოფები უჩივიან არამოტივირებულ საერთო სისუსტეს, თავბრუსხვევას, ადვილად დაღლილობას, ძილიანობას. გამოკვლევისას დგინდება არტერიული წნევის დაქვეითება (100/70 მმ.ვწ.სვ). გაფრთხილება! Read More …

ჰიპოთალამუსი

ჰიპოთალამუსი – 1. შუა ტვინის ნაწილი, რომელშიც მოთავსებულია ვეგეტატიური ნერვული სისტემის ცენტრები; მჭიდროდაა დაკავშირებული ჰიპოფიზთან. ჰიპოთალამუსი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, გულ – სისხლძარღვთა სისტემის, საჭმლის მომნელებელი, გამომყოფი სისტემების, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედებას, აგერთვე ძილის, სიფხიზლის, ემოციების მექანიზმებს. 2.  შუამდებარე ტვინის ნაწილი; Read More …

ჰიპოვენტილაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოვენტილაცია – ფილტვების არასაკმარისი ვენტილაცია, რაც იწვევს სისხლში ნახშირმჟავას შემცველობის მომატებას და ჟანგბადის შემცველობის დაქვეითებას. მიზეზები: სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა თავის ტვინის დაავადებებისას, ზოგიერთი წამლის მიღება (მაგ. ნარკოტიკული ანალგეტიკები), ნერვულ – კუნთოვანი დაავადებები, Read More …

ჰიპოგლიკემია სპონტანური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოგლიკემია სპონტანური – (hypoglycaemia spontanea)  ჰიპოგლიკემია, რომელიც დაკავშირებული არ არის ენდოკრინულ დაავადებასთან; აღინიშნება მაგ. ზოგიერთი ნერვულ  –  ფსიქიკური მოშლილობების დროს, ქრონიკული ალკოჰოლიზმის, თავის ტვინის ორგანული დაზიანების და სხვ. დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო Read More …