ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოტონიური დაავადება – არტერიული წნევის დაქვეითება, როგორც წესი, სისხლძარღვთა ტონუსის ნერვული რეგულაციის დარღვევის შედეგია. სიმპტომები. ავადმყოფები უჩივიან არამოტივირებულ საერთო სისუსტეს, თავბრუსხვევას, ადვილად დაღლილობას, ძილიანობას. გამოკვლევისას დგინდება არტერიული წნევის დაქვეითება (100/70 მმ.ვწ.სვ). გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
ჰიპოთალამუსი – 1. შუა ტვინის ნაწილი, რომელშიც მოთავსებულია ვეგეტატიური ნერვული სისტემის ცენტრები; მჭიდროდაა დაკავშირებული ჰიპოფიზთან. ჰიპოთალამუსი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, გულ – სისხლძარღვთა სისტემის, საჭმლის მომნელებელი, გამომყოფი სისტემების, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მოქმედებას, აგერთვე ძილის, სიფხიზლის, ემოციების მექანიზმებს. 2. შუამდებარე ტვინის ნაწილი; წარმოადგენს ნერვული უჯრედების გროვას მრავალრიცხოვანი აფერენტული და ეფერენტული კავშირებით. მონაწილეობს წყლისა და მარილების ცვლაში, აგრეთვე
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოვენტილაცია – ფილტვების არასაკმარისი ვენტილაცია, რაც იწვევს სისხლში ნახშირმჟავას შემცველობის მომატებას და ჟანგბადის შემცველობის დაქვეითებას. მიზეზები: სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა თავის ტვინის დაავადებებისას, ზოგიერთი წამლის მიღება (მაგ. ნარკოტიკული ანალგეტიკები), ნერვულ – კუნთოვანი დაავადებები, გულ – სისხლძარღვთა სისტემის, ფილტვის დაავადებები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოგლიკემია სპონტანური – (hypoglycaemia spontanea) ჰიპოგლიკემია, რომელიც დაკავშირებული არ არის ენდოკრინულ დაავადებასთან; აღინიშნება მაგ. ზოგიერთი ნერვულ – ფსიქიკური მოშლილობების დროს, ქრონიკული ალკოჰოლიზმის, თავის ტვინის ორგანული დაზიანების და სხვ. დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა