გეოჰელმინთოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გეოჰელმინთოზები – ჰელმინთოზები, რომელთა გამომწვევის კვერცხებისა და ლავრების განვითარება ხდება ნიადაგში. მათ მიეკუთვნება – შისტოსომოზები, ასკარიდოზი, ტრიქოცეფალოზი, ანკილოსტომიდოზი, სტრონგილოიდოზი, ენტერობიოზი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა Read More …

ბუნებრივი რადიაციული ფონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბუნებრივი რადიაციული ფონი – გამოსხივების დოზა, მიღებული კოსმიური და ბუნებრივი რადიონუკლიდების გამოსხივებისაგან, რომლებიც ბუნებრივადაა განაწილებული ნიადაგში, წყალში, ჰაერში, ბიოსფეროს სხვა ელემენტებში, საკვებ პროდუქტებში, ადამიანისა და სხვა ცოცხალ ორგანიზმებში; (საქართველოს კანონი ბირთვული და Read More …

ასპერგილუსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ასპერგილუსი – (Aspergillus) ობის სოკოების გვარი ჩანთიანი სოკოების კლასისა. მრავლდებიან კონიდიუმებით – უსქესო გამრავლების დროს წარმოქმნილი სპორებით. ბინადრობენ ნიადაგში, საკვებ პროდუქტებზე და აფუჭებენ მათ. ზოგი სახეობა (A. glaucus, A. fumigatus) იწვევს ადამიანისა Read More …

ანკილოსტომისებრნი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ანკილოსტომისებრნი – (Ancylostomatidae), მრგვალი ჭიების ოჯახი. ძუძუმწოვრების (უმთავრესად მტაცებლების), იშვიათად ადამიანის ნაწლავთა პარაზიტები. იკვებებიან მასპინძლის სისხლით. გავრცელებული არიან ყველა მატერიკზე, უმთავრესად ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონაში. საქართველოში რეგისტრირებულია 7 სახეობა. ადამიანში პარაზიტობს ანკილოსტომისებრნთა Read More …

ადიასპირომიკოზი

ლალი დათეშიძე ადიასპირომიკოზი – ადამიანისა და ცხოველების დაავადება, რომლის გამომწვევები არიან ნიადაგში ბინადარი მიკროსკოპული სოკოების განსაკუთრებული სახეები. დასნებოვნება ხდება სოკოს სპორების შემცველი მტვრის შესუნთქვით. მიმდინარეობს ბრონქოპნევმონიის სახით.