ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღეროვანი ენცეფალიტი – პირველადი მწვავე ენცეფალიტის ვარიანტი, უპირატესად ტვინის ღეროს სტრუქტურების უპირატესი დაზიანებით. ავადდებიან 25 წლამდე ასაკის პირები; 1 – 3 კვირის განმავლობაში აღინიშნება თავის ტკივილი, ტკივილი კუნთებში, გულისრევა, მოთენთილობა, სუბფებრილური ტემპერატურა. შემდგომში ვლინდება სიმპტომები, რომლებიც უკავშირდებიან ქალა – ტვინის ბირთვების დაზიანებას. აღინიშნება დიპლოპია, პტოზი, ნისტაგმი, გუგების
ქალა – ტვინის ტრამვა (დახურული) – (ნერვ. დაავ.) ტვინის შერყევა. ხასიათდება გონების ხანმოკლე დაკარგვით, თავის ტკივილით, გულისრევით, ღებინებით, თავბრუსხვევით. ვლინდება არამყარი კეროვანი სიმპტომები (ნისტაგმი), არტერიული წნევის ცვალებადობა. ტვინის დაბეჟილობა. დაზიანების უფრო მძიმე ხარისხი, ვიდრე შერყევა. თავის ტვინის სიმპტომები შერწყმულია გამოხატულ კეროვან დარღვევებთან (პარეზები, აფაზია) ტვინის ნივთიერების გამრავლების შედეგად. ტვინზე ზეწოლა. ვითარდება ქალასშიდა სისხლძარღვებიდან სისხლდენის დროს.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მარინესკუ – შეგრენის სინდრომი – (G. Marinescu რუმინ. ნევროპათოლოგი; K. G. T. Sjogen შვედი ფსიქიატრი და ნევროპათოლოგი)იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება თანდაყოლილი ორმხრივი კატარაქტით, ოლიგოფრენიით და ზურგისტვინ – ნათხემოვანი ატაქსიით. კლინიკურად ვლინდება ადრეულ ასაკში. სიბრმავე ვითარდება ორმხრივი კატარაქტის შედეგად, ირღვევა მოძრაობის კოორდინაცია, მოგვიანებით ვლინდება გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კორტიკო – სტრიოსპინური დეგენერაცია – (degeneratio cortico – striospinalis; სინ.: კრეიტცფელდ – იაკობის დაავადება, ფსევდოსკლეროზი სპასტიკური) დაავადება ნელი ინფექციების ჯგუფიდან, რომელიც ხასიათდება თავის ტვინის ქერქის ღრმა ნაწილების ნეირონების, ბაზალური ბირთვების და ქერქ – ზურგის ტვინის ბოჭკოების დეგენერაციით; ვლინდება მეხსიერებისა და ინტელექტის დაქვეითებით, მეტყველების მოშლით, ჰალუცინაციებით, ექსტრაპირამიდული (ნისტაგმი,