Tag Archives: ორგანოების

ჰიპოპიტუიტარიზმი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოპიტუიტარიზმი – ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც განპირობებულია ჰიპოფიზის ჰორმონების დაქვეითებული წარმოქმნით. წარმოიქმნება, მაგ. ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამუსის სიმსივნეებისას, ოპერაციების, დასხივების შედეგად. ქალებში ვლინდება ამენორეით და მამაკაცებში უნაყოფობით, თირეოტროპული ჰორმონის დეფიციტი იწვევს მეორად ჰიპოთირეოზს, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის დეფიციტი – ჰიპოკორტიციზმს. შესაძლო გამოვლინებებია: გასუქება ან კახექსია, ჯუჯოვნება, სასქესო ორგანოების ატროფია და სხვ.

Read More

ჰიპოგენეზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოგენეზია – (hypogenesis ბერძნ. hypo  –  ქვევით, genesis  –  განვითარება) ორგანოების ან მათი ნაწილების განუვითარებლობა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ჰიპერტონია

ჰიპერტონია – ქსოვილებისა და ორგანოების ტონუსის მომატება. უფრო გავრცელებულია ამ ტერმინით სისხლის წნევის მომატების აღნიშვნა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

წითელი მგლურა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წითელი მგლურა – დაავადება კოლეგენოზების ჯგუფიდან, რომელსაც ახასიათებს შემაერთებელი ქსოვილის, სახსრების, კანის სეროზული გარსების, შინაგანი ორგანოების, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება და ვლინდება ტკივილებით სახსრებში, ცხელებით, მადის დაკარგვით, უძილობით და სხვ.; პათოგენეზში მთავარ როლს თამაშობს ავტოანტისხეულების წარმოქმნა, მათ შორის დნმ – ის მიმართ; არსებობს ამ დაავადების ორი ერთმანეთისაგან

Read More