Tag Archives: ორთოპედია

ამფიართროზი

ამფიართროზი – ძვლების მცირედ მოძრავი დაკავშირება, რომლის დროსაც მათი ზედაპირები განცალკევებულია ენთმანეთისგან ჰიალინური ხრტილით ან ხრტილით, რომელშიც პატარა ნაპრალი არსებობს . გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰიდრართროზი

ჰიდრართროზი – სითხის დაგროვება მსხვილი სახსრის ღრუში. ვლინდება სახსრის გარე კონტურების ცვლილებით, ანთების გამოხატული ნიშნების გარეშე. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

საკრალიზაცია

საკრალიზაცია – (ანატ. sacralis – გავის) განვითარების ანომალია – წელის მე – 5 მალის გადასვლა ხერხემლის გავის ნაწილში – მისი  განივი მორჩების შეზრდა  გავასთან. უმრავლეს შემთხვევებში საკრალიზაცია არ მიმდინარეობს რაიმე კლინიკური სიმპტომატიკით. მისი ყველაზე უფრო ხშირი გართულებებია ოსტეოქონდროზი, სპონდილოართროზი; მკურნალობა ტარდება ტკივილის სინდრომის არსებობისას და მოიცავს მასაჟს, ფიზიოთერაპიას და სხვ. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია.

Read More

კოკქსართროზი

კოკქსართროზი – მენჯ – ბარძაყის სახსრის დაავადება, რომელსაც იწვევს სახსრის ხრტილის დეგენერაცია. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი