Tag Archives: ორთოსტატიკური

შაია – დრეიჯერის სინდრომი

შაია – დრეიჯერის სინდრომი – (G. M. Shy, ამერიკ. ნევროპათოლოგი; G. A. Drager, ამერიკ. ნევროპათოლოგი)  ცენტრალური ნერვული სისტემის უცნობი ეტიოლოგიის დეგენერაციული დაზიანება, რომელიც ვლინდება ორთოსტატიკური არტერიული ჰიპოტენზიით, რომელიც დაავადების სხვადასხვა სტადიებზე შერწყმულია პარკინსონიზმის სიმპტომებთან, ანჰიდროზთან, მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლასთან და სხვა ნევროლოგიურ დარღვევებთან. დაავადება იშვიათად გვხვდება; აღინიშნება ორივე სქესის, 50 – 70 წლის ასაკის პირებში.

Read More

ოჯახური ამილოიდური ნევროპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოჯახური ამილოიდური ნევროპათია – მემკვიდრეობითი დაავადებების ჯგუფი, რომლებიც გადაეცემა ავტოსომურ – დომინანტური ტიპით და ხასიათდება ამილოიდის ჩალაგებით პერიფერიულ ნერვებსა და სხვა ქსოვილებში. დაავადების I ტიპი ვლინდება სიცოცხლის 3 – 4 ათწლეულში ქვედა კიდურების დისტალური ნაწილებში მგრძნობელობის დარღვევითა და ტკივილებით, ორთოსტატიკური ჰიპოტენზიით, იმპოტენციით, ოფლის, შარდის გამოყოფის დარღვევით და

Read More

ორთოსტატიკური ტრემორი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ორთოსტატიკური ტრემორი – ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ფეხებისა და ტანის მაღალი სიხშირის კანკალით რომელიც წარმოიქმნება წამოდგომისას, მაგრამ გაივლის სიარულის, ჯდომის ან წოლის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ორთოსტატიკური სინჯი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ორთოსტატიკური სინჯი – ვეგეტატიური ნერვული და გულ – სისხლძარღვთა სისტემების ფუნქციონალური მდგომარეობის გამოკვლევის მეთოდი, რომელიც ეფუძნება რომელიმე ფიზიოლოგიური პარამეტრის განსაზღვრას გამოსაცდელი პირის ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ვერტიკალურში გადაყვანამდე და მის შემდგომ. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა