[print_thumbnail_slider]

მკურნალობა უცხოეთში

Posts Tagged ‘ოსტეომიელიტი’

ფაგიო
სავაჭრო დასახელება: ფაგიო / Phagyo
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
პიო ბაქტერიოფაგი თხიერი
Pyo Bacteriophagum Liquidum

ფაგიო – აღწერილობა:
ფორმა:  გამჭვირვალე სითხე
ფერი: ყვითელი, სხვადასხვა ინტენსივობის
გემო: სპეციფიკური
ფაგიო – შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება
ფაგიო წარმოადგენს ბაქტერიების: Streptococcus, Staphilococcus, E.Coli, Pseudomanas aeruginosa, Proteus ფაგოლიზატების სტერილური ფილტრატების ნარევს.
რაოდენობრივი შემადგენლობა: პრეპარატის 1 მლ. შეიცავს სპეციფიკურ ფაგებს, თიითოეულს რაოდენობით არანაკლებ –10
Bacteriophagum Streptococcus
Bacteriophagum Staphylococcus
Bacteriophagum E.Coli
Bacteriophagum Pseudomonas aeruginosa
Bacteriophagum Proteus
ფაგიო – ფარმაცევტული ფორმა:
20 მლ სტერილური ხსნარია. გამოიყენება, როგორც  შიგნით მისაღებად (per os, per rectum), ასევე ადგილობრივი და გარეგანი მოხმარებისთვის.
ფაგიო – ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სპეციფიკური ანტიბაქტერიული პრეპარატი.
ფაგიო – ათკ კოდი:   J01XX.
ფაგიო – ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ბაქტერიოფაგი ბაქტერიის სპეციფიკური ვირუსია, რომელიც ადსორბირდება ჰომოლოგიური ბაქტერიის უჯრედის მემბრანაზე, არღვევს მის მთლიანობას, აღწევს უჯრედის შიგნით, მრავლდება და იწვევს მის ლიზისს.

ფაგიოს შემადგენლობაში შედის ბაქტერიების:
Streptococcus
Staphilococcus
E.Coli
Pseudomanas aeruginosa
Proteus
სელექცირებული, მხოლოდ ვირულენტური ფაგები. ეს განაპირობებს ფაგიოს გარანტირებულ მაღალ აქტივობას და ეფექტურობას. ორგანიზმში შეყვანის გზის მიუხედავად, ბაქტერიოფაგის პრეპარატები სწრაფად შეიწოვება სისხლსა და ლიმფაში და ადვილად აღწევს დაავადების კერამდე. გამოიყოფა ორგანიზმიდან: ძირითადი ნაწილი – თირკმელების საშუალებით, ახდენს რა საშარდე გზების სანირებას, დანარჩენი – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საშუალებით.
ფაგიო – თერაპიული ჩვენებები:
ფაგიო გამოიყენება ბაქტერიებით (შტრეპტოცოცცუს Streptococcus, Staphilococcus, E.Coli, Pseudomanas aeruginosa, Proteus) გამოწვეული ჩირქოვანი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

ფაგიოს გამოყენების ასაკობრივი ჯგუფები
ფაგიო გამოიყენება პაციენტების ყველა ასაკობრივ და მაღალი რისკის ჯგუფებში.
მკურნალობის მიზნით ფაგიო გამოიყენება:
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ბაქტერიული ინფექციების დროს:
ცხვირის ღრუსა და წიაღების ანთება
შუა ყურის ანთება
ანგინა
ლარინგიტი
ტრაქეიტი
ბრონქიტი
პნევმონია
პლევრიტი
ქირურგიულ პრაქტიკაში
დაჩირქებული ჭრილობების
დამწვრობების
აბსცესების
ფლეგმონების
ფურუნკულების
კარბუნკულების
ჰიდრადენიტების
პანარიციუმების
პარაპროქტიტების
მასტიტების
ბურსიტების
ოსტეომიელიტების სამკურნალოდ.
უროლოგიურ პრაქტიკაში, უროგენიტალური დაავადებების დროს:
ურეთრიტები
ცისტიტები
პიელონეფრიტები
კოლპიტები
ენდომეტრიტები
სალპინგოოფორიტები
საჭმლის მომენელებელი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ:
ენტერული ინფექციები
გასტროენტეროკოლიტები
ქოლეცისტიტები
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (დისბაქტერიოზი)
სეფსისის დროს
ახალშობილთა ჩირქოვან-ანთებითი დაავადებების დროს
ომფალიტები
პიოდერმია
სეფსისი
ზემოთ მითითებული მიკროორგანიზმებით განპირობებული სხვა დაავადებების დროს.
პროფილაქტიკის მიზნით ფაგიო გამოიყენება:
ახალი ჭრილობების დასამუშავებლად, როგორც სტაციონარულ, ასევე საყოფაცხოვრებო პირობებში;
ქირურგიაში სხვადასხვა მანიპულაციებისა და ოპერაციების დროს, ჩირქოვანი გართულებების პრევენციისთვის;
მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების ჩირქოვანი გართულებების პრევენციის მიზნით;
სამკურნალო დაწესებულებებში ბაქტერიული დაბინძურებისა და შიდაჰოსპიტალური ინფექციების პროფილაქტიკისათვის.
ფაგიო – უკუჩვენებები:
პრეპარატის ფლაკონის შიგთავსის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ფაგიო – განსაკუთრებული გაფრთხილებები:
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები პრეპარატის გამოყენებისას მოწოდებული არ არის. ფლაკონიდან შიგთავსის ამოღება რეკომენდებულია სტერილური შპრიცით (20 მლ-ზე ნაკლები მოცულობის გამოყენების შემთხვევაში). მთლიანობა დარღვეული ფლაკონის შიგთავსის გამოყენება დასაშვებია გახსნიდან 24 სთ-ის განმავლობაში, შენახვის პირობების სრული დაცვის შემთხვევაში.
შემღვრეულ მდგომარეობაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ფაგიო – ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატის შეუთავსებლობა სხვა სამკურნალო საშუალებებთან დადგენილი არ არის. ფაგიოს გამოყენება შესაძლებელია სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად კომპლექსურ მკურნალობაში, მათ შორის ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად (ანტიბიოტიკები).
ფაგიო – ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია.
ფაგიო – ზემოქმედება ავტომობილების მართვისა და მანქანა-დანადგარებით სარგებლობის უნარზე:
პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას ავტომობილების მართვისა და მანქანა-დანადგარებით სარგებლობის უნარზე.
ფაგიო ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას!
ფაგიო – დოზირება, გამოყენების წესი და მიღების მეთოდი:
ფაგოთერაპიის ეფექტურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმის ფაგისადმი (პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ფაგებისადმი) მგრძნობელობის განსაზღვრა. პრეპარატი განსაკუთრებით ეფექტურია მისი გამოყენებისას დაავადების ადრეულ ეტაპზე და უშუალოდ ინფექციის კერაზე ზემოქმედების შემთხვევაში.
ფაგიო  ინიშნება ექიმის მიერ:
შიგნით მისაღებად (დასალევად, რექტალურად), ადგილობრივად (გამოსავლებად, შესახვევად საფენებისა და/ან ტამპონების სახით), ღრუში შესაყვანად (ჭრილობა, აბსცესი, პლევრის ღრუ, სახსარი, ცხვირი და ცხვირის ღრუს დანამატები, ყური, შარდის ბუშტი, საშო-საშვილოსნო).
ლოკალური დაზიანებით მიმდინარე ჩირქოვან-ანთებითი პროცესის სამკურნალოდ ფაგიო ინიშნება ერთდროულად, როგორც ადგილობრივად, ისე დასალევად (per os). მკურნალობის პერიოდი საშუალოდ 5-10 დღე გრძელდება.
ფაგიოს დოზირება განისაზღვრება დაზიანებული ადგილის ზომით და/ან მოცულობით. ინფიცირებულ ღრუში ფაგიო შეიყვანება მისი ჩირქისგან განთავისუფლებისა და დრენირების შემდეგ, ექიმის მიერ სტერილიზაციის პირობების სრული დაცვით. შესაყვანი პრეპარატის რაოდენობა შედარებით ნაკლები უნდა იყოს ამოღებული ჩირქის რაოდენობაზე. მომდევნო დღეებში პრეპარატი ღრუში შეიყვანება დრენაჟის მეშვეობით; პროცედურა ტარდება დღეში ერთხელ, 3-5 დღის განმავლობაში.

– ცისტიტების, პიელონეფრიტების, ურეთრიტების სამკურნალოდ: თუ შარდის ბუშტის ღრუ და/ან თირკმლის ფიალის ღრუ დრენირებულია, პრეპარატი შეყავთ დღეში 2 ჯერ: შარდის ბუშტში 20-30 მლ-ის, ხოლო თირკმლის ფიალაში 5-10 მლ-ის მოცულობით;
– ჩირქოვან-ანთებითი გინეკოლოგიური დაავადებების დროს პრეპარატი შეყავთ საშოსა და  საშვილოსნოს ღრუში 5-10 მლ-ის ოდენობით, დღეში ერთხელ;
– ყელ-ყურ-ცხვირის ჩირქოვან-ანთებითი დაავადებების დროს: გამოიყენება 2-დან 10 მლ-მდე პრეპარატი, შესაბამის ღრუში 1-3 -ჯერ ჩაწვეთების, გამოვლების, გამორეცხვის სახით, გაჟღენთილი ტურუნდა ღრუში იდება 1 სთ-ის განმავლობაში. ჩირქოვანი ტონზილიტის სამკურნალოდ პრეპარატი ინიშნება როგორც გამოსავლებად, ისე პერორალურად;
– სტომატიტებისა და ქრონიკული გენერალიზირებული პაროდონტოზების დროს: გამოიყენება 10-20 მლ პრეპარატი პირის ღრუში გამოსავლებად დღეში 3-4 ჯერ, აგრეთვე გაჟღენთილი ტურუნდის სახით პაროდონტალურ ჯიბეებში, 5-10 წთ-ის განმავლობაში;
– ენტერული პათოლოგიების შემთხევაში: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა მკურნალობა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, გამოწვეული ზემოთ  ჩამოთვლილი მიკროორგანიზმებით ან მათი ერთობლიობით, ტარდება ზოგადი სქემით დასალევად (per os) საკვების მიღებამდე 1 სთ-ით ადრე დღეში 1-3-ჯერ. ოყნით: სამკურნალო მიკრო ოყნა – ერთხელ, საღამოს, ძილის წინ.
ფაგიოთი მკურნალობა რეკომენდებულია ჩატარდეს ქვემოდ მოცემული სქემის მიხედვით:
..

ასაკი დასალევად (per os) რექტალურად (Per rectum)
6 თვემდე 5 მლ – დღეში ერთხელ 10 მლ – დღეში ერთხელ
6 თვიდან 1 წლამდე 5 მლ – დღეში 2 ჯერ 10 მლ – დღეში ერთხელ
1 წლიდან 3 წლამდე 5 მლ – დღეში 3 ჯერ 20 მლ – დღეში ერთხელ
3 წლიდან 8 წლამდე 10 მლ – დღეში 2–3 ჯერ 30 მლ – დღეში ერთხელ
8 წლის ზემოთ 20 მლ – დღეში 2–3 ჯერ 40 მლ – დღეში ერთხელ

ფაგიოს გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით
ფაგიოს დოზას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად.
ფაგიო – შენიშვნა:
თუ ჭრილობისა და/ან ღრუს დასამუშავებლად გამოიყენებოდა ქიმიური ანტისეპტიკური საშუალებები, ფაგიოს გამოყენებამდე შესაბამისი ადგილები უნდა დამუშავდეს სტერილური 0,9% ფიზიოლოგიური ხსნარით.
ფაგიო – ჭარბი დოზირება:
მონაცემები ბაქტერიოფაგის პრეპარატების დოზის გადაჭარბების შედეგების შესახებ ცნობილი არ არის.
ფაგიო – გვერდითი ეფექტები:
ფაგიო არატოქსიკურია, მონაცემები მისი გამოყენების შემდგომ განვითარებული გვერდითი მოვლენების ან ადამიანის ორგანიზმზე მავნე გავლენის შესახებ გამოვლენილი არ არის.
ფაგიო – გამოშვების ფორმა და შეფუთვა:
ფაგიო იწარმოება სამედიცინო მინის 20 მლ-იანი ფლაკონებში, მუყაოს კოლოფში მოთავსებულია პრეპარატის 4 ცალი 20 მლ-იანი ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ფაგიო – შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები:
ინახება მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას.
2°С – 15°С ტემპერატურაზე. ტრანსპორტირება შესაძლებელია 2°С – 25°С-მდე ტეპერატურაზე 2 კვირის განმავლობაში, ყველა სახის დახურული ტრანსპორტით, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურ ტემპერატურულ რეჟიმის შენარჩუნებას ტრანსპორტირების მთელ პერიოდში.
ფაგიო – ვარგისიანობა, ვადა:
სათანადო პირობების დაცვით ფაგიო ვარგისია 2 წელი შეფუთვაზე მითითებული დამზადების თარიღიდან. დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლა შემდეგ. შემღვრეული პრეპარატი არ გამოიყენება.
ფაგიო – გაცემის რეჟიმი: გაიცემა ურეცეპტოდ.
ფაგიო – მწარმოებელი: სს “ბიოქიმფარმი” მისამართი: გოთუას ქ. 3, თბილისი 0160, საქართველო
ტელ: +995 32 2244777 / 2244778;
ფაქსი: +995 32 2380895;
ვებ-გვერდი: www.biochimpharm.ge
ელ-ფოსტა: biochimpharm@geophage.ge
საქართველოში რეგისტრაციის ნომერი: წს #რ – 003763

____________________________________________________

>>>> ფაგები

..

vaka