Tag Archives: პათოგენური

ანტიტოქსინი

ანტიტოქსინი (antitoxin) – ორგანიზმში ფორმირებული ანტისხეული ბაქტერიული, მცენარეული ან ცხოველური ტოქსინების მოქმედებით. ანტიტოქსინს აქვს ტოქსინის განეიტრალების უნარი. ანტიტოქსინები მიეკუთვნება იმუნოგლობულინების G კლასს (IgG). პირველად ანტიტოქსიკური შრატი (ანტიდიფტერიული) მიღებული იყო ე. რუს მიერ 1894 წელს. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი .

ჭრილობითი ინფექცია

ჭრილობითი ინფექცია – პათოლოგიური პროცესების ერთობლიობა, რომელიც განპირობებულია პათოგენური მიკროორგანიზმების შეღწევით ჭრილობაში. ____________________________________ გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

შუა ყურის მწვავე ანთება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შუა ყურის მწვავე ანთება – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) ხშირად აღენიშნებათ ბავშვებს (განსაკუთრებით ძუძუს და ადრეულ ასაკში). პათოგენური მიკროორგანიზმები დაფის აპკზე ხვდებიან მწვავე სურდოს, ადენოიდური წანაზარდების, გრიპის, წითელას, ქუნთრუშას დროს. შუა ყურის ანთების მაპროვოცირებელ ფაქტორებს მიეკუთვნება სურდო, ზოგადი ინფექციები, ორგანიზმის წინააღმდეგობის დაქვეითება.  სიმპტომები და მიმდინარეობა.

Read More

სტრეპტოკოკები

სტრეპტოკოკები – 1. გრამდადებითი ბაქტერიები. შეუძლიათ შაქრებისა და სპირტების დუღილის გამოწვევა. ზოგიერთ პათოლოგიურ სტრეპტოკოკს შეუძლია სისხლის ერითროციტების დაშლა. სხვები იწვევენ ანგინას, წითელ ქარს, პნევმონიას, სეფსისს, დაჩირქებას და ა. შ. 2.  სფეროსებრი უმოძრაო ბაქტერები. გამრავლებისას წარმოქმნიან უჯრედთა ჯაჭვს;  პათოგენური სტრეპტოკოკები იწვევენ სტრეპტოკოკურ ინფექციას. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Azerbaijani Azerbaijani English English Georgian Georgian Russian Russian Turkish Turkish