ბარიუმის ოყნა

განმარტებითი ლექსიკონი ბარიუმის ოყნა – პროცედურა,რომლის დროსაც ნაწლავის ქვედა განყოფილებაში შეიყვანება ბარიუმი;სწორი,მსხვილი და წვრილი ნაწლავის ქვედა ნაწილის მგომარეობის შესწავლისთვის გამოიყენება.ბარიუმი შეიყვანება ოყნის საშუალებით სწორ ნაწლავში.მუცლის ღრუს რენტგენოგრამაზე აღინიშნება ნაწლავის სანათურის შევიწროვება,გაუვალობის უბნები ან სხვა პათოლოგია.

საყლაპავი მილის ატრეზია

განმარტებითი ლექსიკონი საყლაპავი მილის ატრეზია – ანტენატალური განვითარების პათოლოგია,როდესაც ნაყოფის საყლაპავი მილი ბოლომდე არ ფორმირდება.საყლაპავი მილი კუჭის მისვლამდე ყრუდ მთავრდება,რის შედეგად საკვები ვერ გადადის კუჭში.

სპერმატურია

სექსოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი სპერმატურია – შარდში სპერმის არსებობა. სპერმატურია პათოლოგიურია მაშინ, როცა სპერმა თესლგამომყოფი გზებიდან ხვდება არა ურეთრის პერიფერიულ უბნებში, არამედ შარდის ბუშტის ღრუში (რეტროგრადული ეაკულაცია).   ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება • გაფრთხილება • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, Read More …

ჰიპოფიზური ჯუჯოვნება (ნანიზმი)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოფიზური ჯუჯოვნება (ნანიზმი) – დაავადება, რომელიც ხასიათდება სიმაღლის მკვეთრი შემცირებით (130 სმ – ზე დაბლა), მოზრდილისთვის დამახასიათებელი სხეულის დამახასიათებელი პროპორციების შენარჩუნებით. აღნიშნული პათოლოგია ვითარდება ჰიპოფიზის წინა წილის მიერ ზრდის ჰორმონის არასაკმარისი გამომუშავების Read More …

ჩერნოგუბოვის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩერნოგუბოვის სინდრომი – შემაერთებელი ქსოვილის მემკვიდრეობითი პათოლოგია. მისი სიმპტომთკომპლექსია სახსართა ჰიპერმოძრაობა, ხშირი ამოვარდნილობა, კანის ელასტიკურობის მომატება, სისხლძარღვთა დაშლა, კანის მსხვრევადობა, კუნთების ჰიპოტონია. იხ. სინონიმები: ელერს  –  დანლოსის სინდრომი, ბეკერენ  –  ელერს  –  Read More …