Tag Archives: პათოლოგიური

აბლაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. განმარტებითი ლექსიკონი აბლაცია – ოპერაცია, რომლის დროსაც ხდება პათოლოგიურად შეცვლილი ქსოვილის უბნის გამოწვა ლაზერის, ელექტროინსტრუმენტის ან ქიმიური ნივთიერების საშუალებით ან  მოცილება მაქანიკური გზით (მაგალითად, ტოლზილიტის დროს ნუშების ლორწოვანი გარსის აბლაცია, ბარეტის მეტაპლაზიის დროს საყლაპავი მილის ლორწოვანი გარსის აბლაცია).  

აორტოგრაფია

განმარტებითი ლექსიკონი აორტოგრაფია – აორტის რენტგენოლოგიური გამოკვლევა.აორტაში შეიყვანება რენტგენოკონტრასტული ნივთიერება,შემდეგ კი კეთდება რეტგენოგრამების სერია.აორტოგრაფია ტარდება დაავადების ხარისხის  და პათოლოგიური უბნის  ლოკალიზაციის (მაგალითად, არტერიის ათერომატოზული დახშობის ან ანევრიზმის) განსაზღვრის მიზნით.

აპნეუზი

განმარტებითი ლექსიკონი აპნეუზი – პათოლოგიური სუნთქვა,რომლისთვისაც დამახასიათებელია გახანგრძლივებული ჩასუნთქვა და ხანმოკლე ამოსუნთქვა.აღინიშნება იმ შემთხვევაში,თუ შემაკავებელი იმპულსები გარკვეული მიზეზების გამო ვერ აღწევენ თავის ტვინის სასუნთქ ცენტრამდე.

სპერმატურია

სექსოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი სპერმატურია – შარდში სპერმის არსებობა. სპერმატურია პათოლოგიურია მაშინ, როცა სპერმა თესლგამომყოფი გზებიდან ხვდება არა ურეთრის პერიფერიულ უბნებში, არამედ შარდის ბუშტის ღრუში (რეტროგრადული ეაკულაცია).   ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება • გაფრთხილება • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული

Read More