კამელინი M3. CAMELYN M3. იმუნომოდულატორების – ცხოველური წარმოშობის პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის. აქტიური ნივთიერება – კამელინი. Camelinum. მწარმოებელი ფირმა – შპს კამელინი (საქართველო).
ჩირქოვანი ტენდოვაგინიტი – (ქირურგ.) (იხ. ,,მყესოვანი პანარიციუმი’’). ტენდოვაგინიტის გამომწვევი ინფექცია მყესოვან ბუდეში შეიძლება მოხვდეს უშუალოდ ნაჩხვლეტი, ნაკვეთი და ცეცხნასროლი ჭრილობების დროს ან გარშემო განლაგებული ანთებითი კერებიდან ლიმფური გზებით. სიმპტომები, მიმდინარეობა ისეთივეა, როგორც მყესოვანი პანარიციუმის დროს. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ტემპერატურა მატულობს 38 – 39 გრადუსამდე. ხშირად აღინიშნება გართულებები თითებსშორის ძგიდის აბსცესისა და მტევნის ზურგის
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარონიქია – 1. (ქირურგ.) ფრჩხილისახლო ამობუცულობის ანთება. მიზეზები – ჩხვლეტის შედეგად მისი დაზიანება, ნუნის აცლა, ჰიგიენის წესების დაცვის გარეშე გაკეთებული მანიკიური. სიმპტომები, მიმდინარეობა. ფრჩხილისახლო ამობურცულობის ტკივილი, შეშუპება და სიწითლე, უმნიშვნელო ჩირქოვანი გამონადენი, პალპაციით – მტკივნეულობა. მკურნალობა. თავდაპირველად თბილი სოდის აბაზანები, ანტისეპტიკებით დასველებული საფენები, სპირტიანი კომპრესები. თუკი აღნიშნული
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარანეფრიტი – თირკმლისირგვლივი ფაშარი შემაერთებელი ქსოვილის ანთება. შეიძლება იყოს პირველადი (წელის მიდამოს ჭრილობებისას) ან მეორადი (ანთებადი თირკმლიდან ინფექციის გადაცემისას, აგრეთვე სხვა ანთებითი კერებიდან – ფურუნკული, კარბუნკული, პანარიციუმი და ა.შ. – ჰემატოგენური გზით ჩირქმბადი მიკრობების გადატანის შემთხვევაში). სიმპტომები, მიმდინარეობა. მწვავე პარანეფრიტი იწყება მძაფრად: უეცრად მატულობს ტემპერატურა, აღინიშნება შემცივნება
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კანის ოფლის ჯირკვლები – (glandulae sudoriferae) მარტივი მილაკოვანი ჯირკვლები, რომელთა ტერმინალური ნაწილები (მეროკრინული და აპოკრინული) ლოკალიზდება დერმის ბადებრივ შრეში. გარედან სეკრეციული უჯრედები გარშემოვლებულია მიოეპითელური უჯრედებით. გამომტანი სადინრის კედელი დასაწყის ნაწილში შედგება ორშრიანი კუბური ეპითელიუმისაგან, ხოლო ეპიდერმისის საზღვრებში კი – ბრტყელი უჯრედებისაგან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის