[print_thumbnail_slider]

მკურნალობა უცხოეთში

Posts Tagged ‘პარაპროქტიტის’

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში) – ცხიმოვანი უჯრედისის ანთება (მდებარე სწორი ნაწლავის და უკანა ტანის ურგვლივ). ახალშობილებში მწვავე პარაპროქტიტის განვითარებას ხელს უწყობს თანდაყოლილი პარარექტალური ფისტულების არსებობა. რიგ შემთხვევებში მწვავე პარაპროქტიტის განვითარებას ხელს უწყობს თანდაყოლილი პარაპროქტალური ფისტულების არსებობა. ასევე მწვავე პარაპროქტიტის განვითარებას შესაძლოა ხელის შეუწყოს შორისის კანის გაღიზიანებამ. მწვავე პარაპროქტიტის დროს ბავშის ზოგადი მდგომარეობა, როგორც წესი არ ზიანდება. ადგილობრივად ვლინდება შეშუპება, ჰიპერემია, მკვეთრი მტკივნეულობა. შეშუპების ცენტრში დაჩირქებისას ვლინდება ფლუქტუაცია; თავისთავადი გახსნისას ვლინდება ფისტულა ჩირქოვანი გამონადენით. მწვავე პარაპროქტიტის დროს მკურნალობა ქირურგიულია: იხსნება აბსცესი, ისე რომ არ დაზინდეს სწორი ნაწლავის გარეთა სფინქტერი; შემდეგ ინიშნება ფიზიოთერაპია, აბაზანები, სამკურნალო ოყნები, სანთლები ანტიბიოტიკებით, ზოგჯერ კი ტარდება ანტიბიოტიკოთერაპიის კურსი. მწვავე პარაპროქტიტის რეციდივები მიუთითებს პარაპროქტიტის ფისტულის თანდაყოლილ ხასიათზე. კონსერვატული თერაპიის არაეფექტურობის დროს და ანთებითი პროცესის ხშირი რეციდივების დროს ტარდება ფისტულის გამოფხეკა. ხშირად პარაპროქტიტული ფისტულები განიცდიან ობლიტერაციას და ხორცდებიან. მყარი რეციდივების დროს ტარდება ოპერაცია 1,5 – 2 წლის ასაკიდან.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

vaka