Tag Archives: პარეზ

შეგრენ – ლარსონის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შეგრენ – ლარსონის სინდრომი – (K. G. T. Sjogren, შვედი ფსიქიატრი)  მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც მიეკუთვნება ექტოდერმული დისტროფიების ჯგუფს  ნევროლოგიური გამოვლინებებით და ხასიათდება კლინიკური სიმპტომების ტრიადით – თანდაყოლილი იქთიოზი, ოლიგოფრენია, კიდურების სპასტიკური ტეტრაპარეზი. კლინიკური სურათი ხასიათდება თანდაყოლილი იქთიოზის შერწყმით ოლიგოფრენიასთან და სპასტიურ ტეტრაპარეზთან. კანის ცვლილებები ჩნდება დაბადებისთანავე; აღინიშნება

Read More

ქალა – ტვინის ტრამვა (დახურული)

ქალა – ტვინის ტრამვა (დახურული) – (ნერვ. დაავ.) ტვინის შერყევა. ხასიათდება გონების ხანმოკლე დაკარგვით, თავის ტკივილით, გულისრევით, ღებინებით, თავბრუსხვევით. ვლინდება არამყარი კეროვანი სიმპტომები (ნისტაგმი), არტერიული წნევის ცვალებადობა.  ტვინის დაბეჟილობა. დაზიანების უფრო მძიმე ხარისხი, ვიდრე შერყევა. თავის ტვინის სიმპტომები შერწყმულია გამოხატულ კეროვან დარღვევებთან (პარეზები, აფაზია) ტვინის ნივთიერების გამრავლების შედეგად. ტვინზე ზეწოლა. ვითარდება ქალასშიდა სისხლძარღვებიდან სისხლდენის დროს.

Read More

ფეერის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფეერის დაავადება – აკროდინული სინდრომი, პოლინეიროპათული ერითროდერმია  –  უცნობი ეტიოლოგიის დაავადება (ძირითადად ბავშვებში ხუთ წლამდე), დამახასიათებელია ქცევის შეცვლა გამოხატულ ფსიქიკურ დარღვევებამდე. კიდურთა კანზე არის პოლიმორფული ცვლილებები, აღინიშნება ძლიერი ქავილი, ტკივილი და ასევე გულ – სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები, კუნთების ჰიპოტონია, პარეზები, დამბლები, ზოგჯერ კრუნჩხვითი შეტევები. სინონიმები: ზელტერ –

Read More

პოსტტრავმატული ენცეფალოპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოსტტრავმატული ენცეფალოპათია – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც წარმოიქმნება მძიმე ან საშუალოდ მძიმე ქალა – ტვინის ტრვმის შედეგად, ნეიროფსიქოლოგიური და ქცევის დარღვევებით. მის სუბსტრატს წარმოადგენს ტვინის ნივთიერების კეროვანი და დიფუზური დაზიანება. ნეიროფსიქოლოგიური დარღვევების ხასიათი დამოკიდებულია დაზიანების ლოკალიზაციაზე და ტრავმის სიმძიმეზე. ხშირად ზიანდება მეხსიერება, აზროვნება, ავადმყოფი კარგავს საკუთარი მოქმდებების კონტროლის

Read More

პოსტვაქცინური ენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პოსტვაქცინური ენცეფალიტი – (სინ.: პოსტვაქცინური ენცეფალომიელიტი, პოსტვაქცინური ენცეფალოპათია) თავის ტვინის ალერგიული ბუნების იშვიათი დაზიანება, რომელიც ვითარდება ვაქცინაციის – ძირითადად ცოფის, ტკიპისმიერი ენცეფალიტის, ყივანახველის, დიფთერიის საწინააღმდეგო აცრების შემდეგ. პოსტვაქცინური ენცეფალიტი წარმოადგენს მწვავე გაფანტული ენცეფალომიელიტის ერთ – ერთ ვარიანტს და მიეკუთვნება დემიელინიზირებად დაავადებათა ჯგუფს. პოსტვაქცინური ენცეფალიტი ვითარდება 1 –

Read More