ცხიმოვანი ემბოლია ტრავმული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცხიმოვანი ემბოლია ტრავმული – სისხლძარღვების დაცობა ცხიმის წვეთებით, რომელიც ვითარდება ყველაზე უფრო ხშირად ლულოვანი ძვლების მრავლობითი მოტეხილობების დროს, რასაც თან ახლავს ძვლოვანი რბილი ქსოვილების ელემენტების გაჭყლეტა, პარენქიმული ორგანოების მნიშვნელოვანი დაზიანებები, ასევე თერმული Read More …

ციროზი

ციროზი – პარენქიმული ორგანოების – ღვიძლის, ფილტვის, თირკმელებისა და სხვ. დაავადება, რომლის დროსაც ორგანო დეფორმირდება და განიცდის სტრუქტურულ ცვლილებებს. არსებობს ინფექციური, ტოქსიკური და სხვა წარმოშობის ციროზი. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სტრუმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტრუმა – (ლათ. Struma შეშუპება, შესიება) ტერმინი, რომელიც გამოიყენება ენდოკრინული ჯირკვლების და ზოგიერთი პარენქიმული ორგანოს სიმსივნისმაგვარი და სიმსივნური დიფუზური ან კვანძოვანი ზრდის აღსანიშნავად. ყველაზე უფრო ხშირად სტრუმას უწოდებდნენ ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას, რომელიც Read More …

პარენქიმული სისხლდენა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარენქიმული სისხლდენა – წარმოიქმნება პარენქიმული ორგანოების დაზიანების დროს (ღვიძლი, ელენთა, თირკმელები). ამ ორგანოების სისხლძარღვები ინტიმურადაა დაკავშირებული პარენქიმასთან, ამიტომ ისინი არ ვარდებიან, სისხლდენა არის უხვი, ხანგრძლივი, ჩერდება დიდი ძალისხმევით. საჭირო ხდება ფიბრინული აპკის, Read More …

ოსტეოპათია ნეფროგენური

ოსტეოპათია ნეფროგენური – (ბერძ. Osteon ძვალი + pathos ტანჯვა, ავადყოფობა; nephros თირკმელი + gennao წარმოშობა; სინ.: ნეფროგენური ოსტეოდისტროფია, ურემიული, აზოტემიური ოსტეოპენია)ჩონჩხის დიფუზური დაზიანება თირკმელების უკმარისობისა და ტუბულოპათიების დროს, განპირობებული კალციუმ – ფოსფოროვანი ცვლის დარღვევებით. ნეფროგენული ოსტეოპათიის ძირითად მიზეზს წარმოადგენს თირკმელების Read More …

გარეგანი სეკრეცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გარეგანისეკრეცია – სისხლდენა დაზიანებული სისხლძარღვიდან მექანიკური ტრავმის, ან სისხლძარღვის კედლის განვლადობის დარღვევის შედეგად. სისხლდენა შეიძლება იყოს არტერიული, ვენური ან კაპილარული. კაპილარულ სისხლდენას პარენქიმული ორგანოებიდან უწოდებენ პარენქიმატოზულს. სისხლდენის დროს საშიშია არა იმდენად ერითროციტების Read More …

აბორტი ინფიცირებული

აბორტი ინფიცირებული – თავისთავადი ანუ სპონტანური აბორტის ხანგრძლივი მიმდინარეობის დროს შესაძლებელია მოხდეს საშოდან აღმავალი ინფექციის განვითარება (სტაფილოკოკი, ქლამიდიები, ეშერიხიები, სტრეპტოკოკი და სხვ.), ენდომეტირუმისა და სანაყოფო კვერცხის შემდომი ინიფიცირებით.