Tag Archives: პარესთეზია

ფალკონე – ვედელის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფალკონე – ვედელის სინდრომი – კოსტოკლავიკულარული სინდრომი, რაც გამოიხატება ნეირო – ვასკულარულ დარღვევებში, შედეგად ლავიწის ძვლის ქვეშ განლაგებული ნერვების და სისხლძარღვების დაზიანებისა: ხელის გულების პარესთეზია და ნევრალგია, ვენური სტაზი ხელში, თითების შეშუპება და ტროფიკის მოშლა. ღრმა ჩასუნთქვისას და ხელის ერთდროული ქვევთ ჩამოწევისას სიმპტომატიკა მატულობს და ქრება პულსაცია

Read More

ტინელის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტინელის სიმპტომი – (J.  Tinel,  ფრან.  ნევროპათოლოგი)1, თავის ტკივილის გაძლიერება კისრის ვენებზე ზეწოლისას ან თავის უკან გადაწევის დროს; ნიშანია ქალაშიდა წნევის მომატებისა; 2. პარესთეზია ჩხვლეტის შეგრძნების სახით, პერკუსის ადგილის დისტალურად, რომელიც ტარდება დაზიანებული ნერვის საპროექციო არეში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პარესთეზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პარესთეზია – paraesthesia გაბუჟების, ჩხვლეტის ცრუ შეგრძნება, რაც არაა დაკავშირებული გარეშე გამღიზიანებელთან. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ლერმიტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლერმიტის სინდრომი – პარესთეზია და ელექტრული დენის გატარების შეგრძნება ზურგში ზევიდან ქვევით, რომელიც წარმოიქმნება თავის წინ დახრისას. მიუთითებს ზურგის ტვინის კისრის ნაწილის დაზიანებაზე და ხშირად წარმოიქმნება გაფანტული სკლეროზის ან კისრის სპონდილოგენური მიელოპათიის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

გლოსალგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გლოსალგია – ენის ჰიპერესთეზია და პარესთეზია. მისი წარმოშობა უკავშირდება კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს, ჰორმონულ გადახრებსა და ცვლილებებს ფსიქოემოციურ სფეროში. გარკვეული მნიშვნელობა აქვს ენის გაღიზიანებას კარიესული კბილის ღრუს ნაპირით, კბილის ფესვით, კბილის პროთეზით და სხვ. გვხვდება ასევე საბჟენი და კბილის საპროთეზო მასალების მიმართ კონტაქტური ალერგიის დროს. სიმპტომები.

Read More

English English Georgian Georgian