Tag Archives: პერიკარდის

ურემია

ურემია – ორგანიზმის მწვავე ან ქრონიკული თვითმოწამვლის კლინიკური სინდრომი, რომელიც თირკმელების უკმარისობითაა განპირობებული: სისხლში ხდება ცილოვანი ცვლის საბოლოო და შუალედური ტოქსიკური პროდუქტების დაგროვება, მჟავა – ტუტოვანი და ოსმოსური წნევის წონასწორობის დარღვევები. ვლინდება მოდუნებით, სისუსტით, მძინარობით, გონების დაბინდვით, თავის ტკივილით, მხედველობის დარღვევით, პირის სიმშრალით, წყურვილით, ფაღარათით, კანის ქავილით, ღრძილებიდან სისხლდენით და სხვ. დაავადების ბოლო სტადიებზე სახის

Read More

პულსი პარადოქსული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პულსი პარადოქსული – (р. paradoxalis) პულსი, რომელიც ხასიათდება ჩასუნთქვისას ავსების შემცირებით; აღინიშნება მსხვილი სისხლძარღვების შევიწროების, პერიკარდის შეხორცებების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პნევმოპერიკარდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პნევმოპერიკარდი – (pneumopericardium; ბერძ. Pneuma ჰაერი + პერიკარდი) ჰაერისა და აირების დაგროვება პერიკარდში. განასხვავებენ სპონტანურ და ხელოვნურ პნევმოპერიკარდს. სპონტანური პნევმოპერიკარდი წარმოიქმნება გულმკერდის გამჭოლი ჭრილობების დროს, პერიკარდის ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით დაზიანებისას, ასევე ნეკნის ნამტვრევებით და ა. შ. ასევე პერიკარდის ღრუში საყლაპავის პენეტრირებადი წყლულის, დაშლილი სიმსივნეების, აიროვანი ცისტების

Read More

პერიკარდიოცენტეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პერიკარდიოცენტეზი – სამკურნალო პროცედურა: პერიკარდის პუნქცია და გულის პერანგიდან სითხის ამოღება; სრულდება გულის ტამპონადის დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

ოპოლცერის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოპოლცერის სიმპტომი – (J. R. Oppolzer, ავსტრიელი ექიმი) გულის საძგერის ლოკალიზაციის ცვლილება სხეულის მდებარეობის ცვლილებისას; აღინიშნება ექსუდაციური პერიკარდიტის დროს და დაკავშირებულია პერიკარდის ღრუში არსებული სითხის გადანაცვლებასთან. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა