Tag Archives: პიგმენტის

ლეიკოდერმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლეიკოდერმა – (კანისა და ვენ. დაავ.) პიგმენტის შემცირების ან გაქრობის შედეგად კანის პიგმენტაციის დარღვევა. უხშირესად ვლინდება გადატანილი კანის დაავადებების შედეგად (ფსორიაზი, პარაფსორიაზი, ვარდისფერი ლიქენი, ეგზემა, სოკოვანი დაავადებები). ლეიკოდერმა შესაძლოა განვითარდეს სიფილისის დროსაც. უხშირესად ლოკალიზდება კისრის არეში. სიფილისის დროს ლეიკოდერმას თან სდევს სხვა სიფილიდების არსებობა, დადებითი სეროლოგიური რეაქციები.

Read More

კაიზერ – ფლეიშერის რგოლი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კაიზერ – ფლეიშერის რგოლი – მოყვითალო – მომწვანო ან მომწვანო – მოყავისფრო პიგმენტური რგოლი რქოვანას პერიფერიაზე, რომელიც გამოწვეულია მასში სპილენძშემცველი პიგმენტის ჩალაგებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა