Tag Archives: პროგნოზი

ციტომეგავირუსული ენცეფალიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ციტომეგავირუსული ენცეფალიტი – ციტომეგალიის ერთ – ერთი ფორმა; როგორც წესი წარმოადგენს ნაყოფის მუცელშიგა ინფექციის შედეგს. ავადდებიან ბავშვები სიცოცხლის პირველ 6 თვემდე; დაავადება მიმდინარეობს ენცეფალიტის, ან მენინგოენცეფალიტის სახით, ზოგჯერ ხანგრძლივად. პროგნოზი არაკეთილსაიმედოა – ლეტალობა ან გამოჯანმრთელება მყარი ნარჩენი მოვლენებით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა

Read More

ცერებრასთენია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცერებრასთენია – პათოლოგიური მდგომარეობა: ხასიათდება მომატებული დაღლილობით; წარმოიქმნება თავის ტვინის ორგანული დაზიანების, ინფექციის, ინტოქსიკაციის შედეგად. მიმდინარეობს თავის ტკივილით, თავბრუსხვევით, ძილის დარღვევით, ვეგეტატიური ლაბილობით, მეხსიერების დაქვეითებით. პროგნოზი დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე, უმრავლეს შემთხვევებში კეთილსაიმედოა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა