ჰიპოქსანტინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპოქსანტინი – პურინის ფუძე, ნუკლეოპროტეიდების ცვლის შუალედური პროდუქტი. წარმოიქმნება ცხოველებისა და ადამიანის ქსოვილებში ნუკლეინის მჟავათა დაშლისას, იჟანგება ქსანტინად, შემდეგ კი – შარდმჟავად. მცირე რაოდენობით შედის რიბონუკლეინის მჟავაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა Read More …

შარდმჟავა (ტრიოქსიპურინი)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შარდმჟავა (ტრიოქსიპურინი) – აზოტოვანი ცვლის ერთ – ერთი საბოლოო პროდუქტი. გამოიყოფა შარდთან და ექსკრემენტებთან ერთად. პოდაგრის დროს ლაგდება სახსრებში და კუნთებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ქსანტინი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქსანტინი – ორგანიზმში პურინების დაშლის შუალედური პროდუქტი; გააჩნია ძლიერი დიურეზული მოქმედება; ქსანტინის წარმოებულებს წარმოადგენს ზოგიერთი ალკალოიდი, რომელიც გამოიყენება როგორც სამკურნალო საშუალება (მაგალითად, კოფეინი, თეობრომინი, თეოფილინი) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა Read More …

ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკული – (folliculus \glandulae thyroideae\)  სხვადასხვა ზომის, ღრუს შემცველი სფეროსებრი დახშული წარმონაქმნი, რომლის კედელს ერთშრიანი კუბური ეპითელიუმი ქმნის. ფოლიკულის ამომფენ ეპითელურ უჯრედებს თიროციტები (thyrocyti) ეწოდებათ. ფოლიკულის ღრუში გროვდება სეკრეციის პროდუქტი  Read More …

უჯრედშორისი ნივთიერება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედშორისი ნივთიერება – (substantia intercellularis) – ფიბრობლასტური რიგის უჯრედების დიფერენცირების პროდუქტი, რომელიც შედგება ბოჭკოვანი სტრუქტურების, ამორფული (ძირითადი) ნივთიერებისა და ქსოვილოვანი სითხისაგან. უჯრედშორისი ნივთიერება შეიცავს კოლაგენურ, პრეკოლაგენურ, რეტიკულურ და ელასტიკურ ბოჭკოებს , აგრეთვე Read More …