ალერგოლოგია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ალერგოლოგია – (ალერგია და ბერძნული logos – მოძღვრება), ალერგიულ დაავადებათა გამომწვევი მიზეზების, მათი განვითარების მექანიზმის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის შემსწავლელი მეცნიერება. XX ს. დასაწყისში ორგანიზმის რეაქტიულობის შეცვლის პრობლემებით მრავალი მეცნიერი იყო დაინტერესებული. Read More …

ადამიანის გენეტიკა

ადამიანის გენეტიკა – გენეტიკის დარგი, რომელიც შეისწავლის ადამიანის ნორმალური და პათოლოგიური ნიშან – თვისებების მემკვიდრეობითობას და ცვალებადობას. სამედიცინო გენეტიკა შეისწავლის მემკვიდრეობით დაავადებებს, მათი მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდებს. (1) ადამიანის გენეტიკა (human genetics) – გენეტიკის განყოფილება, რომლის კვლევის ობიექტია ადამიანი. ადამიანის გენეტიკა Read More …

აბლასტიკა

აბლასტიკა – კიბოს რეციდივებისა და მეტასტაზების პროფილაქტიკის სისტემა, რომელიც ითვალისწინებს სიმსივნის რადიკალურ, ერთიან ბლოკად ამოკვეთას ჯანმრთელი ქსოვილის ფარგლებში, რეგიონალურ ლიმფურ სისტემასთან ერთად.