Tag Archives: სამკუთხედის

სებორეული ეგზემა

სებორეული ეგზემა – (კანისა და ვენ. დაავ.) პროცესი ლოკალიზებულია სახის, თავის თმიანი ნაწილის, გულმკერდის, ბეჭთაშორის სამკუთხედის მიდამოში და უხშირესად აღენიშნებათ პირებს, რომლებიც დაავადებულნი არიან ცხიმოვანი სებორეით. ხასიათდება მოყვითალო – ვარდისფერი, წვრილი, წერტილოვანი, ცხიმოვანი რუხი – მოყვითალო ქერცლებით დაფარული ფოლიკულური კვანძების გამონაყრით. მოგვიანებით კვანძებიდან წარმოიქმნებიან ასევე მოყვითალო – ვარდისფერი, სხვადასხვა ზომის ფოლაქები, რომლებიც დაფარულნი არიან ცხიმოვანი

Read More

პტერიგიუმი (ფრთისებრი აპკი)

პტერიგიუმი (ფრთისებრი აპკი) – (თვალის დაავ.) კონიუნქტივის სამკუთხედის ფორმის ნაკეცი, რომელიც გადადის რქოვანაზე შიგნითა, იშვიათად გარეთა მხრიდან. ზრდა ნელა მიმდინაეობს. მხედველობა უარესდება, როდესაც ფრთისებრი აპკი აღწევს გუგის მიდამოს. ეტიოლოგია. ქარით, მტვრით, მძაფრი ანაორთქებისგან და ა.შ. კონიუნქტივის ქრონიკული გაღიზიანება. ცრუ პტერიგიუმი, რომელიც რქოვანაზე გადადის ნებისმიერი მხრიდან, წარმოიქმნება კონიუნქტივის ნაკეცის რქოვანას დაზიანებულ ზედაპირთან (წყლული, დამწვრობა) შეხორცების შედეგად.

Read More