Tag Archives: სანერწყვე

სეროზული ნახევარმთვარე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სეროზული ნახევარმთვარე – (semiluna serosa. ლათ. semi  –  ნახევარი) სანერწყვე ჯირკვლების ტერმინალური ნაწილის შერეული ჯირკვლების დამახასიათებელი სტრუქტურა, წარმოდგენილი სეროზული  უჯრედებით  –  გლანდულოციტებით (სეროციტი  –  serocytus), რომლებიც ნახევარმთვარისებრ გარს ევლება ლორწოვან უჯრედებს  –  გლანდულოციტებს (მუკოციტი  –  mucocytus) (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

სახის ნერვი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სახის ნერვი – ქალას ნერვების მეშვიდე წყვილი ნერვი. შეიცავს მამოძრავებელ და მგრძნობიარე ნერვულ ბოჭკოებს. ანერვიანებს მიმიკურ მუსკულატურას, საცრემლე და სანერწყვე ჯირკვლებს, ენის, სასის, ცხვირის ღრუსა და ხახის ზედა ნაწილის ლორწოვან გარსებს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა