Tag Archives: სარქვლის

ფილტვის ღეროს სარქვლების უკმარისობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილტვის ღეროს სარქვლების უკმარისობა – (insufficientia valvae  trunci pulmonalis) ფილტვის ღეროს სარქვლის უუნარობა ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიოს გულის პარკუჭების დიასტოლის დროს სისხლის უკუმოძრაობას ფილტვის ღეროდან მარჯვენა პარკუჭში; განპირობებულია ნახევარმთვარისებრი სარქველების არასრული ჩაკეტვით ან პერფორაციით; კლინიკურად ვლინდება მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიისა და დილატაციის სიმპტომებით, შეგუბებითი მოვლენებით სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში,

Read More

ტრიკუსპიდალური უკმარისობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტრიკუსპიდალური უკმარისობა – – გულის მანკი: სამკარიანი სარქვლის საგდულების არასრული დახურვა, რაც იწვევს სისხლის უკუდინებას მარჯვენა პრკუჭიდან  მარჯვენა წინაგულში მისი სისტოლის დროს; როგორც წესი, კომბინირებულია გულის სხვა მანკებთან. ვლინდება კისრის ვენების გამობერვითა და პულსაციით, ღვიძლის გადიდებითა და პულსაციით, შეშუპებებით, გულის მარჯვენა ნაწილის გადიდებით. დიაგნოზი ზუსტდება ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევით.

Read More