Tag Archives: სასუნთქი სისტემის დაავადებები

პნევმოსკლეროზი

პნევმოსკლეროზი პნევმოსკლეროზი – (ბერძნ. pneomon – ფილტვები და სკლეროზი), სხვადასხვა დაავადების შედეგად ფილტვებში შემაერთებელი ქსოვილის ზრდა. პნევმოსკლეროზის განვითარების მიზეზებია პნევმონია, ქრონ. ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, გრიპი, ტუბერკულოზი, პნევმოკონიოზი, კოლაგენური დაავადებანი, გულის უკმარისობა, ბავშვთა  ინფექციები (წითელა, ყივანახველა), ტრავმული და სხივური დაზიანება და სხვ. ხშირად პნევმოსკლეროზს საფუძვლად უდევს ბრონქოპულმონალური სისტემის ალერგიული რეაქცია. პნევმოსკლეროზის დროს ფილტვები მკვრივი კონსისტენციისაა, ელასტიკური

Read More

პნევმოკონიოზები

პნევმოკონიოზები (pneumoconiosis) – ფილტვების პროფესიონალური დაავადება, რომელიც განპირობებულია მტვრის ხანგრძლივი შესუნთქვით და ხასიათდება დიფუზური ინტერსიტიციალური ფიბროზის განვითარებით; მიმდინარეობს ნელა, ქრონიკულად, პროგრესირებისაკენ ტენდენციით, რაც ხშირად იწვევს შრომისუნარიანობის დაკარგვას. განასხვავებენ პნევმოკონიოზების შემდეგ სახეებს: სილიკოზი და სილიკატოზები, მეტალოკონიოზები, კარბოკონიოზები, პნევმოკონიოზები შერეული მტვრით გამოწვეული, ორგანული მტვრით გამოწვეული პნევმოკონიოზები. პნევმოკონიოზები – სილიკოზი წარმოადგენს ყველაზე უფრო გავრცელებულ და მძიმედ მიმდინარე პნევმოკონიოზს;

Read More