Tag Archives: საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები

კოლოიდური ოქრო

კოლოიდური ოქრო

კოლოიდური ოქროს აღწერა Lite Life – ის საიტიდან

ლაიტ ლაიფ კოლოიდური ოქრო კომპლემენტარული სამკურნალო საშუალება. ორგანიზმის აღმდგენითი ფუნქციების სტიმულიატორი. ხელს უწყობს დღეგრძელობას და სიცოცხლემედეგობას. რეკომენდირებულია საქართველოს კომპლემენტარული და ალტერნატიული მედიცინის ნაციონალური ცენტრის მიერ. GNCCAM.ORG

შემადგენლობა: გამჭირვალე უფერო, უსუნო სითხე.
aurum colloidale – 1000 mkg.
aqua destillata – 118 ml

კოლოიდური ოქრო მოაქვს ჯანმრთელოობის შეგრძნების სიხარული. სტიმულირებს ორგანიზმის აღმდგენით ფუნქციებს, ამაღლებს ორგანიზმის ბუნებრივ წინააღმდეგობას დაავადებების მიმართ. ხელს უწყობს სიცოცხლის სიმტკიცეს და ხანგრძლივ სიცოცხლეს.

Read More

დაავადებები

დაავადებები ყველაფერი 8 321 დაავადების შესახებ უძველეს ქართულ სამედიცინო პორტალზე medgeo.net . 1996 წლიდან ლალი დათეშიძის პროექტით დაავადებათა ჯგუფები გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ნერვული სისტემის დაავადებები ფსიქიკური დაავადებები სქესობრივი დარღვევები რევმატული დაავადებები სასუნთქი სისტემის დაავადებები საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები შარდის გამომყოფი სისტემის დაავადებები სისხლის სისტემის დაავადებები ენდოკრინული სისტემის დაავადებები ინფექციური დაავადებები ბავშვთა დაავადებები მეანობა გინეკოლოგიური დაავადებები

Read More

კანდიდოზი

კანდიდოზი – დაავადებების ჯგუფი, რომლებსაც იწვევს Candida – ს ტიპის საფურისებრი სოკოები. მათი აღმოჩენა შეიძლება ხილში, ბოსტნეულში, გამდინარე წყალში და ა. შ.; ასევე წარმოადგენენ პირის ღრუს, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, საშოს, ჯანმრთელი ადამიანების კანის ხშირ მობინადრეებს (საპროფიტები). სოკოების ეგზოგენური გადაცემა ხდება კონტაქტური, შესაძლოა ჰაერ – წვეთოვანი გზით, საკვებად იმ პროდუქტების გამოყენებით, რომლებიც შეიცავენ საფუარისებრ სოკოებს. კანდიდოზის

Read More

ეზოფაგიტი

ეზოფაგიტი esophagitis

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ეზოფაგიტი – საყლაპავის ანთება. განახვავებენ მწვავე, ქვემწვავე და ქრონიკულ ეზოფაგიტებს.

ეტიოლოგია, პათოგენეზი

მწვავე ეზოფაგიტები ვითარდება საყლაპავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებით ცხელი საკვებითა და სასმელით, ქიმიური ნივთიერებებით (კოროზიული ეზოფაგიტები), მწვავე ინფექციური დაავადებების დროს (ქუნთრუშა, დიფთერია, სეფსისი და სხვ.) ხშირად თან ახლავს მწვავე ფარინგიტებს, გასტრიტებს. ქვემწვავე და ქრონიკული ეზოფაგიტი ვითარდება ლორწოვან გარსზე გამაღიზიანებლების განმეორებითი მოქმედებით: ძალზე ცხელი, უხეში და ცხარე საკვებით, მაგარი ალკოჰოლური სასმელებით, ზოგიერთი საწარმოო ტოქსიკური ნივთიერებებით და ა. შ. ქრონიკული ეზოფაგიტები ხშირად თან ახლავს ცხვირ – ხახისა და კუჭის ქრონიკულ ანთებით დაავადებებს, რიგ შემთხვევებში შესაძლოა აღინიშნებოდეს ქრონიკული ინფექციური დაავადებების დროს – ტუბერკულოზი, სიფილისი. შეგუბებითი ეზოფაგიტები წარმოიქმნება საყლაპავში საკვების შეჩერებისა და დაშლისას, რაც უკავშირდება საყლაპავის სპაზმს, კარდიის აქალაზიას. ქვემწვავე და ქრონიკული ეზოფაგიტის ყველაზე ხშირი მიზეზია კუჭის წვენის გადასროლა საყლაპავში კარდიის უკმარისობის შედეგად – ე. წ. რეფლუქს – ეზოფაგიტი ან პეპტიკური ეზოფაგიტი, რომელიც აღინიშნება დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის აქსილარული თიაქრის დროს, ოპერაციის შემდეგ, სისტემური სკლეროდერმიის დროს – კარდიის ზონის გლუვი კუნთების ატროფიიის შედეგად.

Read More

საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა ტუბერკულოზი

საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა ტუბერკულოზი

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

საყლაპავის ტუბერკულოზი წარმოადგენს ამ დაავადების ერთ – ერთ ყველაზე უფრო იშვიათ ლოკალიზაციას და შემთხვევათა უმრავლესობაში გვხვდება ტუბერკულოზის ფილტვისმიერი ფორმით დაავადებულებში, პროცესის შორს წასულ შემთხვევებში.

ეტიოლოგია, პათოგენეზი. საყლაპავში ტუბერკულოზული მიკობაქტერიები ხვდებიან დაინფიცირებული ნახველის გადაყლაპვისას, ხორხის, ხახის აქტიური ტუბერკულოზის დროს, იშვიათად ლიმფოგენური ან ჰემატოგენური გზებით, ასევე ტუბერკულოზური პროცესის უშუალო გადასვლით გარემომცველი ორგანოებიდან: ბიფურკაციული ლიმფური კვანძებიდან, ხერხემლიდან, ფარისებრი ჯირკვლიდან, ხორხიდან, ხახიდან. ტუბერკულოზური წყლულები წარმოიქმნება ტუბერკულოზური ხორკლის კაზეოზური დაშლის შედეგად. გვხვდება აგრეთვე საყლაპავის ტუბერკულოზური დაზიანების მილიარული და მასტენოზირებელი ფორმები.

Read More