კვებითი ალერგია
კვებითი ალერგია food allergy
ეტიოლოგია, პათოგენეზი. საჭმლის მომნელებელი ორგანოების ალერგიული დაზიანება შესაძლოა იყოს საკვებისმიერი, წამლისმიერი, ბაქტერიული და სხვა წარმოშობის. კვებითი ალერგია ვითარდება ზოგიერთი ბოსტნეულის, ხილის, კენკრის, სოკოების, ზღვის იშვიათი და თევზეული პროდუქტების მიღებით. ალერგია შეიძლება განვითარდეს აგრეთვე წამლების მიღების შემდეგ, რომლებსაც გააჩნიათ მაღალი მასენსიბილიზირებელი თვისებები (ანტიბიოტიკები, სულფანილამიდური პრეპარატები, ჰიდრაზინები, ატოფანი, პირაზოლონის წარმოებულები და სხვ.).