ნერვული სისტემის ელექტროტრამვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნერვული სისტემის ელექტროტრამვა – (ნერვ. დაავ.) შესაძლებელია განვითარდეს ცვლად დენთან მუშაობის, მეხის დაცემის დროს. სიმპტომები. გონების სხვადასხვა ხანგრძლივობით დაკარგვა, ბრადიკარდია, თავის ტკივილები, თავბრუსხვევა, უძილობა. შემდგომში ხშირად ვითარდება ასთენონევროზული მდგომარეობა და ვეგეტოსოსხლძარღვოვანი დისტონია. Read More …

ამბლიოპია ისტერიული

ამბლიოპია ისტერიული – ეტიოლოგია. თავის ტვინის ქერქში მხედველობითი აღქმის დარღვევა. სიმპტომები, მიმდინარეობა. მხედველობის სიმახვილის უეცარი დაქვეითება, როგორც წესი, ორმხრივი; შესაძლებელია ახლდეს მხედველობის ველის კონცენტრული შევიწროება, სკოტომის, ჰემიანოფსიის წარმოქმნა. მხედველობა დაქვეითებული რჩება რამდენიმე საათიდან რამდენიმე თვემდე. ადვილი არ არის სიმულაციისაგან გარჩევა. Read More …