ადენოციტები D – ბაზოფილური

ლალი დათეშიძე ადენოციტები D – ბაზოფილური – (adenocyti D – basophili, LNH; სინ.: გონადოტროპოციტები, დელტა – ბაზოფილები, დელტა – უჯრედები) ადენოციტები, რომლებიც იღებებიან ფუძე საღებავებით და შეიცავენ სეკრეტულ გრანულებს ციტოპლაზმაში გლუკოპროტეიდების დიდი რაოდენობით; გამოიმუშავებენ გონადოტროპულ ჰორმონებს.

ადენოციტები B – ბაზოფილური

ლალი დათეშიძე ადენოციტები B – ბაზოფილური – (adenocyti B – basophili, LNH; სინ.: ადენოციტები ბაზოფილური, ბეტა – ბაზოფილები, ბეტა – უჯრედები) ადენოციტები, რომლებიც იღებებიან ფუძე საღებავებით და შეიცავენ სეკრეტულ გრანულებს ციტოპლაზმაში; ვარაუდობენ, რომ B – ბაზოფილური ადენოციტები გამოიმუშავებენ თირეოტროპულ ჰორმონს.