ყბისახლო აბსცესი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყბისახლო აბსცესი – ჩირქოვანი ანთება დაშლის შემოსაზღვრული კერის წარმოქმნით ყბა – სახის მიდამოს ქსოვილებში. ეტიოლოგია. შერეული ფლორა, ძირითადად სტრეპტო – და სტაფილოკოკები. ინფექციის წყაროა ანთების მწვერვალახლო და პერიკორნეალური კერები და პაროდონტული ჯიბეები. პათოგენეზი დაკავშირებულია მიმდებარე რბილ ქსოვილებში ინფექციის გავრცელებასთან ლიმფური ან ვენური დინებით ან ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციით.