გენი ლეტალური

განმარტებითი ლექსიკონი გენი ლეტალური – გენი, რომელიც გარკვეული გარემოებების დროს იწვევს იმ ინდივიდუუმის სიკვდილს, რომლის ორგანიზმში იგი არსებობს.ლეტალური გენები ჩვეულებრივად რეცესიულები არიან: ინდივიდუუმი შეიძლება მოკვდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ მისი ორივე მშობელი ამ გენის მატარებელია.თუ ამ გენის მატარებელი მხოლოდ ერთი მშობელია,მაშინ Read More …

ნერვული აირი

განმარტებითი ლექსიკონი ნერვული აირი – აირი, რომელიც იწვევს ნერვების და მათ მიერ ინერვირებული კუნთების ნორმალური ფუნქციის დარღვევას.არსებობს ნერვული აირის 2 ჯგუფი: G-ნივთიერებები  და V-ნივთიერებები.V-ნივთიერებების ერთმა ჩასუნთქვამ შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი სასუნთქი კუნთების დამბლის შედეგად.

აუტოფსია

განმარტებითი ლექსიკონი აუტოფსია – გვამის გაკვეთა და გამოკვლევა სიკვდილის მიზეზების ან სიკვდილის გამომწვევი დაავადების დადგენისთვის.  

აგონალური

განმარტებითი ლექსიკონი აგონალური – ეს ტერმინი გამოიყენება სიკვდილის დროს მიმდინარე მოვლენების,კერძოდ,სუნთქვის გაჩერების ან ეკგ-ზე და ეეგ-ზე შესაბამისი ცვლილებების აღსაწერად,რომლებიც სიკვდილის დადგომის ფაქტის კონსტატირების საშუალებას იძლევიან.

შხამები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შხამები – ნივთიერებები, როლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ ცოცხალი ორგანიზმის მოწამვლა ან სიკვდილი. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა