Tag Archives: სიმპტომატურია

ქრონიკული ატროფიული სურდო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქრონიკული ატროფიული სურდო – შესაძლებელია განპირობებული იყოს არახელსაყრელი კლიმატური პირობებით, პროფესიონალური მავნეობებით, ხშირი სურდოთი, ინფექციური დაავადებებით, ცხვირში ქირურგიული ჩარევებით. სიმპტომები, მიმდინარეობა. სიმშრალის გრძნობა ცხვირის ღრუში, ცხვირის ძნელად მოხოცვა, ყნოსვის დაქვეითება, არაიშვიათია ცხვირიდან სისხლდენა. რინოსკოპიულად ვლიდება ცხვირის ფართო ღრუ, ცხვირის ქვედა ნიჟარების ატროფიის გამო, სქელი სეკრეტის დაგროვება, რომელიც

Read More

ქორიომენინგიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქორიომენინგიტი – თავის ტვინის გარსების ანთება, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი წნულების პროცესში ჩართვით. მისი გამომწვევია ვირუსი. კლინიკურად ვლინდება თავის ინტენსიური ტკივილებით, თავის ტვინის გარსების გაღიზიანების სიმპტომებით, მაღალი ლიმფოციტარული პლეოციტოზით თავზურგტვინის სითხეში. შესაძლოა აღინიშნებოდეს აგრეთვე კანზე გამონაყარი, ალოპეცია, პნევმონია, პაროტიტი, ორქიტი, მიოპერიკარდიტი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია;  მკურნალობა სიმპტომატურია.  პროგნოზი – კეთილსაიმედო.

Read More