შაია – დრეიჯერის სინდრომი – (G. M. Shy, ამერიკ. ნევროპათოლოგი; G. A. Drager, ამერიკ. ნევროპათოლოგი) ცენტრალური ნერვული სისტემის უცნობი ეტიოლოგიის დეგენერაციული დაზიანება, რომელიც ვლინდება ორთოსტატიკური არტერიული ჰიპოტენზიით, რომელიც დაავადების სხვადასხვა სტადიებზე შერწყმულია პარკინსონიზმის სიმპტომებთან, ანჰიდროზთან, მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლასთან და სხვა ნევროლოგიურ დარღვევებთან. დაავადება იშვიათად გვხვდება; აღინიშნება ორივე სქესის, 50 – 70 წლის ასაკის პირებში.
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინდრომი მენინგეალური – მყარი თავის ტკივილების შერწყმა, რომელსაც თან ახლავს გულისრევა და ღებინება, კანის საერთო ჰიპერესთეზიასთან და სინათლისა და ხმოვან გამღიზიანებლების მიმართ მომატებული მგრძნობელობასთან, ავადმყოფის დამახასიათებელ პოზასთან, კეფის კუნთების რიგიდობასთან, ასევე სხვადასხვა მენინგეალურ სიმპტომებთან; განპირობებულია თავის ტვინის გარსების გაღიზიანებით ან სისხლჩაქცევით სუბარაქნოიდალურ სივრცეში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნათხემის კარვის სინდრომი – (syndromum tentorll cerebelli; სინ.: ბურდენკო – კრამერის სინდრომი, ტენტორიალური სინდრომი) თავის ტკივილისა და თვალის კაკლებში ტკივილის შერწყმა სინათლის შიშთან, ბლეფაროსპაზმთან და ცრემლდენასთან, მენინგეალურ სიმპტომებთან ერთად; აღინიშნება მაგ. ნათხემის ჭიის სიმსივნის დროს, ტვინის ღეროსა და ნათხემის ჩაჭედვისას ნათხემის კარავსა და თურქული კეხის ნაპირებს შორის
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აფექტური სინდრომები – პოლარული ემოციური დარღვევები – დეპრესიები და მანიები. დეპრესიული სინდრომი ხასიათდება ავადმყოფურად დაქვეითებული ხასიათით, უგუნებობით, რასაც ზოგჯერ თან ახლავს სიმძიმის გრძნობა გულმკერდის არეში, ინტელექტუალური და მოტორული დამუხრუჭება. დეპრესიის ბუნება სხვადასხვაა; ნოზოლოგიური კუთვნილების მიხედვით განასხვავებენ ფსიქოგენურ დეპრესიებს (რეაქტიული, ნევროზული), ენდოგენული დეპრესიები მანიაკალურ – დეპრესიული ფსიქოზის და