Tag Archives: სიმპტომი

ალოპათია

განმარტებითი ლექსიკონი ალოპათია – (ჰომეოპათურ მედიცინაში) მედიცინის ტრადიციული სისტემა,რომელშიც მკურნალობისთვის გამოიყენება სამკურნალო პრეპარატები,რომლებიც ქმნიან ავადმყოფის ორგანიზმში დაავადების მიერ გამოწვეული  მდგომარეობის ანტაგონისტურ მდგომარეობას.ამის შედეგად  კი დაავადების სიმპტომები  შესუსტდება ან სრულიად გაივლის.  

ალექსითიმია

განმარტებითი ლექსიკონი ალექსითიმია – საკუთარი ემოციების და გუნების ფსიქოლოგიური გაგების გაძნელება.ზოგიერთი ფსიქიატრი დარწმუნებულია იმაში,რომ ეს არის ფსიქოსომატური სიმპტომების განვითარების ერთ-ერთი გზა.  

ჰოლმსის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰოლმსის სიმპტომი – გულის ორტოდიაფრაგმის გამოხატული გაფართოება ფუძესთან, როდესაც ავადმყოფი წევს და სხეულის ქვემო ნახევარი აწეული აქვს ზევით (ტრენდელენბურგის მდებარება) და დიაფრაგმის მიდამოში, როდესაც ავადმყოფი ფეხზეა. დამახასიათებელია ექსუდატიური პერიკარდიტისათვის. [“3”] გაფრთხილება!